სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას.
სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ
ამჯერად ამ თემის შესახებ ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი წერს. ქეთი ასათიანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მის გვერდს, სახელწოდებით "იისფერი ქეთი ასათიანი სამყარო", 34 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მომხდარს "დაგეგმილ ცირკს" უწოდებს და სალომე გოგიაშვილს ცილისმწამებლად მოიხსენიებს.
ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან.
"დედა წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. "ფორდის" სააგენტოდანაც ჰქონდა მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და მოდელობას თავი დაანება", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი.
ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.
ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ.
ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან.
ლიკა შენგელია გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით - ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ბევრს მოგზაურობს და მეგობრებს ეგზოტიკურ ფოტოებსაც უზიარებს.
ლიანა შენგელიას პირველი მეუღლე, არჩილ ჟღენტი, კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.
წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი, ქეთი და ბუბუ ჟღენტები შეეძინა.
ლიკა შენგელიას მეორე მეუღლე შპს კავკასუს კონსტრაქშენ გრუპის დირექტორი ბიძინა ჯიხვაძე იყო. წყვილს ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ლიკა შენგელია წერს, უკვე ოთხი წელია, რაც სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.
"თავს ვერავინ ვერასდროს დამახრევინებს და მუდამ ამაყი ვიქნები! მე, ლიკა შენგელიას, 5 არაჩვეულებრივი და სანიმუშო შვილის დედას! 4 ვაჟკაცის დედას! დედას, რომელიც, აგერ უკვე 4 წელია, მარტო ზრდის თავის პატარა სამ კაცუნას! ვერავინ იტყვის, რომ სადმე ვინმესთან, თუნდაც, გამივლია ! იმიტომ კი არა, რომ უფრთო ანგელოზი ვარ, სულაც არა, უბრალოდ მე მეტი მინდა! მე ჩემი ადამიანი მინდა და ყველა ადამიანი ვინც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მიყვარდა მთელი გულით და დღესაც ყველს უხარია ჩემი დანახვა", - წერს ლიკა შენგელია ვრცელ წერილში.