Look Models-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი ქალიშვილის ანა ნაცვლიშვილის ფოტოებს აქვეყნებს. ანა უფროსი დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად წარმატებული მოდელია და უამრავ პოპულარულ ბრენდთან თანამშრომლობს.
ანას ფოტოებმა მალევე დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან გულთბილი სიტყვები.




ანა ნაცვლიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. თაკო და ანა დედის მსგავსად სამოდელო საქმიანობით არიან დაკავებული
ანა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის კამპანიებში. მას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.