ვინ არის ხატია ვიბლიანი: არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდება, ცნობილი ვიდეო და საარქივო ინტერვიუ - Marao

ვინ არის ხატია ვიბლიანი: არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდება, ცნობილი ვიდეო და საარქივო ინტერვიუ

2025-09-17 11:56:18+04:00

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს ბრალი წარედგინა: "წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

  • "წავიკითხე ქალბატონის ახალი სტატუსი - გულწრფელად გეუბნები..." - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი და რას წერს ლიანა შენგელია

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს სპორტსმენი ქალი არასრულწლოვანზე. ვიდეო გვანცა ბაუჟაძემ გაავრცელა და დაწერა, რომ კონფლიქტი სუპერმარკეტში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. კად­რებ­ში ჩანს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო, თუმ­ცა ქა­ლის შე­სა­ჩე­რებ­ლად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ვიდეოში ნათლად ჩანს,  რომ ვიბ­ლი­ა­ნი უმო­წყა­ლოდ ურტყამს ბავ­შვს, ხოლო ამას მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიც ეს­წრე­ბა. კადრები მძიმე სანახავია. 

ვინ არის ხატია ვიბლიანი

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნი 2024 წელს გა­იც­ნო, მას შემ­დეგ, რაც მკლავ­ჭი­დის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც მას მა­მა­კა­ცი მსა­ჯი გა­ო­ცე­ბით უყუ­რებ­და. ამან ვიბ­ლი­ანს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

რო­გორც მან იმა­ვე წელს ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ის 30 წლი­საა და ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რია. მისი სპორ­ტუ­ლი გზა ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო, რა­შიც დიდი წვლი­ლი მა­მას მი­უ­ძღვის:

"მა­მას ბიჭი არ ჰყავს. ყო­ველ­თვის უნ­დო­და, ჰყო­ლო­და. ამი­ტომ 'ბი­ჭუ­რად' მზრდი­და: ყო­ველ სა­ღა­მოს კრივ­ში, მკლავ­ჭიდ­ში მა­ვარ­ჯი­შებ­და. თა­ვად არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბო­დი", - იხ­სე­ნებს ის.

ხა­ტია ამ­ბობს, რომ მკლავ­ჭი­დე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა მისი მი­ზა­ნი, თუმ­ცა "გე­ნებ­მა თა­ვი­სი ქნა" და სპორ­ტს და­უბ­რუნ­და. მას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, მა­მამ და­ი­ნა­ხოს, რომ მისი საქ­მე გა­აგ­რძე­ლა.

"მსურს, მა­მამ და­ი­ნა­ხოს, რომ მის საქ­მეს ვაგ­რძე­ლებ", - ამ­ბობს ვიბ­ლი­ა­ნი.

ვიბ­ლი­ა­ნი 6 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ბარ­ში, რეს­ტო­რან­ში და ფო­ტო­მო­დე­ლა­დაც კი. ის პო­ლიგ­ლო­ტია და ფლობს რუ­სულ, ინ­გლი­სურ, ეს­პა­ნურ და იტა­ლი­ურ ენებს, ახლა კი თურ­ქულ­საც სწავ­ლობს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მკლავ­ჭი­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ იმ­ყო­ფე­ბა ქორ­წი­ნებაში და მარ­ტო ზრდის ორ შვილს. ის წარ­მო­შო­ბით სვა­ნე­თი­და­ნაა, სა­დაც გა­ი­ზარ­და, ახლა კი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

წაიკითხეთ სრულად