ალა პუგაჩოვას აღიარება — სიყვარულის პრიმადონა: 5 ქორწინება, სკანდალები და ოჯახური დრამები - Marao

ალა პუგაჩოვას აღიარება — სიყვარულის პრიმადონა: 5 ქორწინება, სკანდალები და ოჯახური დრამები

2025-09-18 11:27:49+04:00

სცენაზე ის საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის „პრიმადონა“ იყო, ცხოვრებაში კი — ქალის მაგალითი, რომელმაც არაერთხელ იპოვა და დაკარგა სიყვარული. ალა პუგაჩოვას კარიერა დიდებით იყო სავსე, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება ხშირად უფრო დიდი ინტერესით განიხილებოდა, ვიდრე მისი ჰიტები.

pugachova

„ყველაფერი სიყვარულით იწყება…“ — პირველი ქორწინება და ქრისტინა ორბაკაიტე

1969 წელს ალა ცოლად გაჰყვა ლიტველი არტისტს, მიკოლას ორბაკასის. მათმა ქორწინებამ მხოლოდ რამდენიმე წელს გასტანა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი „რელიკვია“ დატოვა — ქალიშვილი ქრისტინა ორბაკაიტე, რომელიც თავადაც ვარსკვლავი გახდა. მოგვიანებით ალამ გულწრფელად აღიარა: „პირველი ქორწინება იყო ერთადერთი ნამდვილი ახალგაზრდული სიყვარული“.

pugachova

„პასპორტის ქორწინება“ — ალექსანდრე სტეფანოვიჩი

მეორე მეუღლე, რეჟისორი ალექსანდრე სტეფანოვიჩი, თავად ამბობდა: „ჩვენი ქორწინება მეტწილად მოსკოვში ბინისთვის საჭირო ფორმალობა იყო.“ ალამაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო „სასცენო და საპასპორტო გათვლა“. ქორწინება 1976 წელს გაფორმდა და ოთხ წელიწადში დასრულდა.

„პროდიუსერი ქმარი“ — რთული წლები ევგენი ბოლდინთან 

1985 წელს პუგაჩოვა ქორწინდება საკუთარ პროდიუსერზე, ევგენი ბოლდინზე. ურთიერთობა საქმესა და პირად ცხოვრებას შორის იშლებოდა — მუდმივი კონფლიქტებით, დაძაბულობითა და ღალატზე ჭორებით.

  • ალა პუგაჩოვას ხმაურიანი ინტერვიუ: "არის ასეთი ცნება - სინდისი. ის დიდებაზე, ფუფუნებაზე და საერთოდ, ყველაფერზე ძვირფასია..."

საზოგადოება მაშინ წერდა: „ბოლდინს სურდა პუგაჩოვას კარიერის მართვა, მაგრამ ვერ გაუძლო მისი ხასიათის სიმტკიცეს“. ქორწინება 1993 წელს დასრულდა

„ვარსკვლავური დუეტი“ — სკანდალური ამბავი ფილიპ კირკოროვთან

ალას მეოთხე ქორწინება გახდა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა. 1994 წელს პრიმადონა ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა, ამბიციურ მომღერალს — ფილიპ კირკოროვს. მაშინდელი პრესა წერდა: „პუგაჩოვამ თავისი მოწაფე ცოლად მოიყვანა“. ქორწინება ქარიშხალივით იყო — სავსე სიყვარულით, სკანდალებით, საჯარო კამათებითა და პრესის მუდმივი ინტერესით. 2005 წელს ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კირკოროვი დღემდე ამბობს: „ალა — ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია“.

pugachova

„ბედნიერი ფინალი?“ — მაქსიმ გალკინი და ტყუპები

ყველაზე დიდი სიურპრიზი საზოგადოებისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში იყო: ალას გვერდით გამოჩნდა იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი, რომელიც მასზე 27 წლით უმცროსია. მათი ურთიერთობა თავიდან ბევრი ირონიითა და ეჭვით მოიხსენიებოდა: „რა უნდა ახალგაზრდა მაქსიმს ალასთან?“ — წერდა პრესა. თუმცა წყვილმა დაამტკიცა, რომ ასაკი სიყვარულს ვერ დააბრკოლებს

2011 წელს მათ ქორწილი გადაიხადეს, ხოლო 2013 წელს სუროგატი მშობლის დახმარებით ტყუპები — ელიზავეტა და ჰარი შეეძინათ. ალამ მაშინ თქვა: „ეს ჩემი ცხოვრების ნამდვილი სასწაულია.“

pugachova

პრიმადონას აღსარება და ხმაურიანი ინტერვიუ 

2025 წელს, რამდენიმე დღის წინ ლატვიაში ყოფნისას ალამ 3,5-საათნახევრიანი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტს და გულახდილად ილაპარაკა საკუთარ ცხოვრებაზე. ალა შეეხო პოლიტიკას, ჯანმრთელობას, პირად ცხოვრებასა და სხვა საინტერესო თემებს. ეს ბოლო დროს ალას იშვიათი ინტერვიუა. 

  • ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოებზე ვეღარ ცნობენ: 76 წლის მომღერლის იშვიათი გამოჩენა და ოპერაციები, რომელიც მან სახეზე ჩაატარა

ინტერვიუში ალამ გულწრფელად აღიარა: „ჩემი ქორწინებებიდან ნამდვილი იყო მხოლოდ ორი — მიკოლასთან და მაქსიმთან. დანარჩენი იყო ან კარიერა, ან ფორმალობა.“ ამ სიტყვებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა და დაამტკიცა, რომ პრიმადონას პირადი ცხოვრება ისეთივე დრამატული და ემოციურია, როგორიც მისი სიმღერები.

"მას საოცარი ნიჭი აქვს - შემიყვაროს, შეიყვაროს ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს...ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა", - ამბობს ალა ინტერვიუში მაქსიმ გალკინზე.