"გია ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ამ მზერაში ყველაფერი ჩანს..." - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია - Marao

"გია ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ამ მზერაში ყველაფერი ჩანს..." - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია

2025-09-18 16:20:11+04:00

მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი 2021 წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. პირადი ცხოვრების შესახებ ეკა არჩვაძე ჟურნალ „სარკესთან”ამბობდა:

  • "უბედურება მოხდა - ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა" - გია დავითიანი ეკა არჩვაძისა და ცხოვრების სიყვარულის შესახებ

„მე დიდი ხანი მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, საკუთარი პრობლემების თავად მოგვარებას. მაქვს სახლი, სამსახური, მყავს შვილები, რძლები, შვილიშვილები და მათზე ზრუნვაში გადიოდა დრო. რომ არა ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული, სუფთა გრძნობა და არა ანგარება, არანაირად არ ვიფიქრებდი ცხოვრების შეცვლას. ხალხი იცნობს გიას, როგორც კარგ მომღერალს, მეგობრების, სამშობლოს მოყვარულს. მე დავამატებდი, რომ საუკეთესო მეუღლეა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის. მე ამას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად ერთად ყოფნა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ გია დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავს, მკითხულობს” - ამბობდა ეკა არჩვაძე.

ეკასა და გიას ოჯახი დიდ სიყვარულს რომ იმსახურებს, ამაზე ისიც, მოწმობს, რომ ისინი ყოველთვის სასურველი რესპონდენტები არიან. ამჯერად ოჯახური იდილიის შესახებ ეკა კვლავ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს: 

eka_archvadze

ეკა არჩვაძე ოჯახისა და მეუღლის შესახებ 

"არასდროს მივტირი ძველ წლებს. კმაყოფილი ვარ იმით, რა წლებიც გავიარე. ის წლები ყოველთვის მახსოვს და ყოველთვის მაბედნიერებს. ჩემთვის ძალიან ბედნიერი წლები იყო, როცა მე და ჩემი შვილები ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთად ვმოგზაურობდით. ახლა ამის საშუალება აღარ არის, რადგან მათ თავიანთი ოჯახები შექმნეს და ასე ერთად სიარული აღარ გამოდის. ორი შვილიშვილი მყავს და ისინი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევენ.

  • გია დავითიანისა და ეკა არჩვაძის სამაგალითო სიყვარული: "ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა"

გია ისე გამომხედავს, ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ამ მზერაში ყველაფერი ჩანს, უკვე ვხვდები, რას მეუბნება. თუ სადმე გავდივართ და მაკიაჟს ვიკეთებ, ასე მეტყვის, არა, არ გინდა, ეკუნა, არ გჭირდება, ისედაც ლამაზი ხარო. მე კი ვპასუხობ, ასაკში ვარ და საჭიროა-მეთქი. გია ხანდახან შემომხედავს და მეტყვის, ვაუ, რა ლამაზი ხარო", - ამბობს ეკა არჩვაძე.