როგორია სწორად ჩატარებული მასაჟი და როგორ უნდა მიხვდეთ რომ პროცედურა არასწორად გიკეთდებათ - თერაპევტის რჩევები - Marao

როგორია სწორად ჩატარებული მასაჟი და როგორ უნდა მიხვდეთ რომ პროცედურა არასწორად გიკეთდებათ - თერაპევტის რჩევები

2025-09-19 11:01:45+04:00

მასაჟის ისტორია ათასობით წელს ითვლის და სხვადასხვა ცივილიზაციაში დამოუკიდებლად განვითარდა. ჩინეთში ძვ.წ. 2700 წლებში მას ენერგიის ბალანსისთვის იყენებდნენ. ინდოეთში „აიურვედას“ ნაწილი იყო და ზეთებით მასაჟი სხეულისა და სულის ჰარმონიას ემსახურებოდა, ეგვიპტეში სამკურნალო და სილამაზის რიტუალებში გამოიყენებოდა, საბერძნეთსა და რომში კი – სპორტსმენებისა და გლადიატორების ფიზიკური აღდგენისთვის. შუა საუკუნეებში ევროპაში მასაჟის ტრადიცია შესუსტდა, მაგრამ აღორძინების ეპოქაში კვლავ დაბრუნდა, ხოლო XIX საუკუნეში შვედმა პერ ჰენრიკ ლინგმა შექმნა შვედური მასაჟის სისტემა, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარული სტილია. თანამედროვე ცხოვრებაში მასაჟი სამკურნალო, სპორტულ და ესთეტიკურ პრაქტიკას აერთიანებს და ის ძალიან პოპულარულია. 

თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის მასაჟის სრულყოფილად ჩატარებაა შესაძლებელი, გახლავთ „ჯინო ველნესი და სპა“.

თერაპევტი თამარ გუგულაშვილი, რომელსაც მასაჟის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მასაჟის სარგებელსა და მისი სწორად ჩატარების წესებზე გვესაუბრება.

 

 

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში გვიამბეთ, რა არის მასაჟის ძირითადი დანიშნულება და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში?

მასაჟი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც მიზანმიმართულად ხსნის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სტრესს. დღეს, როდესაც სტრესი და დაძაბულობა ყოველდღიურობის ნაწილია, მასაჟი ადამიანს ეხმარება ნერვული სისტემის გაძლიერებაში, ამცირებს დაღლილობას და დეპრესიის სიმპტომებს, ამავდროულად კი სხეულის საერთო ტონუსს აუმჯობესებს. სწორად ჩატარებული მასაჟი კუნთებს ადუნებს, ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს სახსრების აღდგენას. გარდა ამისა, მასაჟის შემდეგ ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რასაც ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდის განცდა მოაქვს. 

 masaji

- ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სარელაქსაციო მასაჟის შედეგი მხოლოდ მოდუნება და განტვირთვაა. რეალურად, ასეა თუ მას სამკურნალო სარგებელიც აქვს?

მასაჟი მხოლოდ განტვირთვის საშუალება არ არის. მას, რა თქმა უნდა, სამკურნალო ეფექტიც აქვს. სწორად ჩატარებული სარელაქსაციო მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ეხმარება ქრონიკული ტკივილის შემცირებაში და აძლიერებს იმუნურ სისტემას. რეგულარული სეანსები ხელს უწყობს სხეულის აღდგენას დატვირთული ცხოვრების ან სპორტული აქტივობების შემდეგ.

- რას ნიშნავს სწორად ჩატარებული მასაჟი? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა პროფესიონალმა ჩაატაროს?

ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. არაპროფესიონალურად ჩატარებულმა მასაჟმა სარგებლის ნაცვლად, შეიძლება სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედმეტი მოდუნება ან კუნთების ტკივილი. ხარისხიანი და უსაფრთხო პროცედურისთვის სპეციალისტის სწორად შერჩევაა აუცილებელი. პროფესიონალი თერაპევტი ზუსტად განსაზღვრავს, რა სახის მასაჟი სჭირდება კონკრეტულ ადამიანს და როგორ უნდა ჩატარდეს პროცესი ისე, რომ შედეგი სასარგებლო და არა საზიანო იყოს.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას მასაჟი არასწორად უკეთდება?

როგორც უკვე ვთქვით, არასწორად ჩატარებულმა მასაჟმა შეიძლება სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ამის მისახვედრად მთავარი კრიტერიუმი თავად ადამიანის შეგრძნებებია. მან მასაჟისგან სიამოვნება უნდა მიიღოს და პროცედურა მტკივნეული არ უნდა იყოს. თუ მასაჟის დროს ტკივილს განიცდის, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკა არასწორია.

 masaji

- „ჯინო ველნესი და სპა“ ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული სივრცეა თბილისში. რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს და რა ტიპის პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი?

ჩვენი მთავარი უპირატესობა სპეციალისტების კვალიფიკაცია და პროცედურების მრავალფეროვნებაა. ზოგადად, უამრავი ტიპის მასაჟი არსებობს და ჩვენთანაც სხვადასხვა პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი. რამდენიმე მათგანის შესახებ გაგიზიარებთ:

  • განტვირთვის მასაჟი – ხსნის ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობას;
  • არომათერაპია – ცხელი ზეთების გამოყენებით პროცედურა ამშვიდებს, ამაღლებს განწყობას და ხსნის სტრესს;
  • ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი – კანს ხდის გლუვსა და ელასტიკურს;
  • შოკოლადის პროცედურა და სკრაბის მასაჟი –ასუფთავებს და კვებას კანს;
  • სახისა და თავის მასაჟი - აფერხებს ნაოჭების გაჩენის პროცესს, გამოკვეთს სახის ოვალს და ხელს უშლის კანის დაბერებას;
  • შვედური მასაჟი – საკმაოდ ძლიერი ტექნიკაა, რომელიც რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის, რადგან კუნთოვან სისტემას სიღრმისეულად ამუშავებს;
  • მასაჟი ოთხ ხელში – მსუბუქი, კლასიკური ტექნიკაა, რომელიც ადამიანს ორმაგ სიამოვნებას ანიჭებს;
  • ცხელი ქვების თერაპია – ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ცირკულაციას და ხსნის დაძაბულობას.

- რამდენია მასაჟის პროცედურის ოპტიმალური ხანგრძლივობა და პერიოდულობა?

როგორც წესი, ერთი პროცედურა 40-დან 60 წუთამდე გრძელდება. ზუსტი დრო კი მასაჟის ტიპსა და მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პერიოდულობას, რეკომენდებულია კვირაში ორჯერ მაინც, რადგან რეგულარულობა უკეთეს შედეგს იძლევა.

- ხერხემლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში სარელაქსაციო მასაჟის ჩატარება რამდენად რეკომენდებულია?

სამკურნალო მასაჟი ხერხემლის პრობლემების დროს ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს. თუმცა სწორად ჩატარებული სარელაქსაციო მასაჟი სრულიად უსაფრთხოა. თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ჩვენთანაც ხშირად მოდიან ადამიანები ხერხემლის პათოლოგიებით. ჩვენ მას პრობლემის შესაბამისად, ინდივიდუალურად მორგებულ სარელაქსაციო პროცედურებს ვთავაზობთ.

- როგორ ეხმარებით ადამიანებს მასაჟის კონკრეტული ტიპის არჩევაში?

პირველ რიგში, ვეკითხებით, რა აწუხებს, რა შედეგის მიღება სურს და რა ტიპის დატვირთვა აქვს. ამ ინფორმაციის მიხედვით ვარჩევთ ყველაზე შესაფერის ტექნიკას. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს სტრესი და დაღლილობა, რეკომენდებულია განტვირთვის ან არომათერაპიული მასაჟი, ხოლო თუ სპორტული აქტივობით არის გადაღლილი, მაშინ - შვედური ან ღრმა კუნთოვანი მასაჟი.

- ზოგადად, ვის უფრო სჭირდება მასაჟი, მათ, ვისაც მჯდომარე სამუშაო აქვს, თუ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს?

რეალურად, ორივეს ერთნაირად სჭირდება. მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს კუნთოვანი სისტემის დაძაბვას, ცირკულაციის გაუარესებას და ზოგად დაღლილობას. ხოლო ფიზიკურად აქტიური ადამიანებს ხშირად აწუხებთ კუნთების გადატვირთვა და აღდგენაა საჭირო. შესაბამისად, მასაჟი ორივე კატეგორიის ადამიანისთვის აუცილებელი და სასარგებლოა.

R