მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი, უკვე წლებია ებრძვის ლაიმის დაავადებას. დიაგნოზი მას 2012 წელს, 16 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება არა მხოლოდ ბელას, არამედ მის ოჯახსაც აწუხებს. იგივე დიაგნოზი აქვს დედას, იოლანდა ჰადიდს, და ძმას, ანუარ ჰადიდს.
ლაიმის დაავადება არის ბაქტერიით გამოწვეული სერიოზული ინფექცია, რომელსაც ხშირად თან ახლავს დაღლილობა, სახსრების ტკივილი, მეხსიერების პრობლემები და ნერვული სისტემის დაზიანება. ბელა ჰადიდის თქმით, მან უამრავი წელი მკურნალობასა და საავადმყოფოებში გაატარა.
რამდენიმე დღის წინ ბელამ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა ემოციური პოსტი, რომელშიც საავადმყოფოს ფოტოებს აზიარებდა. მან ასევე გააზიარა საავადმყოფოს ბაღის სურათები, ოჯახის წევრებისა და მეგობრების ფოტოები, რომლებიც მას სტუმრობენ.
ფოტოებთან ერთად ბელამ დაწერა: „მაპატიეთ, რომ ხშირად ვიკარგები, მიყვარხართ".





ჰადიდის დედამ, იოლანდა ჰადიდმა, კომენტარებში მას "ლაიმთან მეომარი" უწოდა. მისმა დამ, ჯიჯი ჰადიდმა კი დაამატა: "მიყვარხარ! იმედი მაქვს, მალე ისეთი ძლიერი და ჯანმრთელი იქნები, როგორსაც იმსახურებ!".
ბელას პოსტს მალევე მოჰყვა მისი დედის, იოლანდა ჰადიდის გამოხმაურება.
"როგორც მიხვდებით, ჩემთვის უდიდესი ტკივილია ჩუმად ვუყურო ჩემი ბელას ბრძოლას. ქრონიკული ლაიმის დაავადება როგორ ტანჯავს ადამიანს, ეს სხვებისთვის ძნელი ასახსნელი და გასაგებია. ვერანაირი ტკივილი შეედრება ჩემი შვილის ტანჯვის ყურებას. მსოფლიოს გარშემო 15-წლიანი ძიების შემდეგ, კვლავ გადაწყვეტილი მაქვს, ვიპოვო ყველასთვის ხელმისაწვდომი წამალი.
ჩემს მშვენიერ ბელიტას: შენ საოცრად მამაცი ხარ. არც ერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით. აღფრთოვანებული ვარ შენი გამბედაობით და იმით, რომ მზად ხარ, ამ ბრძოლა გააგრძელო ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად უშედეგო პროტოკოლებისა და უამრავი წარუმატებლობისა, რომელსაც ამ გზაზე წააწყდი. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს იმ სიბნელეს, ტკივილსა და ჯოჯოხეთს, რომელიც დიაგნოზის დასმიდან გადაიტანე.
ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი მებრძოლი ხარ. მარტო არ ხარ, გპირდები, რომ ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარები, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ეს.
მკურნალობის კიდევ ერთი თვე გადაიტანე, ვიცი, რომ ღმერთი მოწყალეა, სასწაულები ყოველ დღე ხდება. ვლოცულობ შენი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის, ჩემო სიყვარულო. ამ დაავადებამ დაგვაჩოქა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფეხზე ვდგებით. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი დღეებისთვის.
ძალიან მიყვარხარ, ჩემო ძლიერო მეომარო", - წერს იოლანდა ჰადიდი.




