ულამაზესი ოჯახი, შვლები და მეუღლე, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარია: ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია - Marao

ულამაზესი ოჯახი, შვლები და მეუღლე, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარია: ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია

2025-10-09 20:05:09+04:00

ტატო გრიგალაშვილის სახელი და გვარი ქართული სპორტის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია, თუმცა მისი წარმატების შესახებ არამხოლოდ ქომაგებს, არამედ ყველა ქართველს, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა, ერთხელ მაინც სმენია. 

ტატო გრიგალაშვილის მიღწევებზე მოგვიანებით მოგიყვებით - ახლა კი იმის ჩვენება გვსურს, რაც ტატამს მიღმაა - ტატოს ულამაზესი ოჯახის, მეუღლისა და შვილების. 

ტატო გრიგალიშვილის მეუღლე თაკო გოგოლაძეა. წყვილს 2 შვილი, ემანუელი და ალექსანდრა ჰყავს.

ტატომ და თაკომ 2020 წელს იქორწინეს. მათი ჯვრისწერის კადრები თაკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა, უცებ დავიწერე ჯვარი ადიდასის სპორტულებში. 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა" - წერდა თაკო.

tato-grigalashvili

tato

belive-თან ინტერვიუში ტატომ საკუუთარ ოჯახზე ისაუბრა, თქვა, რომ მეუღლე არის მისი მთავარი მოტივატორი.

"შეჯიბრზე, რომ გავდივარ, უფრო ძლიერი ვარ, ალბათ ზალას ჩემს უკან მდგომი ოჯახი მაძლევს. ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის, რომ ბრძოლობ ბევრად ძლიერი ხარ, აი ამაშიც მეხმარება ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე არის ყველაფრის წყარო. ის არის დასაწყისიც და დასასრულიც.  მინდა ჩემი პატარა რომ გაიზრდება ამაყი იყოს მამამისით" - ამბობს ტატო.

tato

tato

ტატო გრიგალაშილის ბიოგრაფია

ტატო გრიგალაშვილი 1999 წლის 1 დეკემბერს, ხაშურში დაიბადა. 2018 წლის სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ნეაპოლის საზაფხულო უნივერსიადაზე. 2019 წლის სექტემბერში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.2020 წელს მან დიუსელდორფის დიდი სლემის ტურნირი მოიგო, როდესაც ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. 2020 წლის ნოემბერში გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2020 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში კონტინენტის ჩემპიონი გახდა, როდესაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. 

2023 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.

"ძიუდო ჩემთვის არის ცხოვრების წესი, მის გარეშე ცხოვრება არ შემმიძლია. დიდი პატივია, რომ წარმოვადგენ საქართველოს ღირსებად საზღვრებს გარეთ. სპორტი გვაძლევს საშუალებას ჩვენი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინოთ"- ამბობს belive-თან ინტერვიუში.