ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც საქართველოს Miss Grand International-ზე წარადგენს: თეონა კბილაშვილი გზა დიდ წარმატებამდე - Marao

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც საქართველოს Miss Grand International-ზე წარადგენს: თეონა კბილაშვილი გზა დიდ წარმატებამდე

2025-09-19 15:58:29+04:00

ბოლო დროს ალბათ ბევრ თქვენგანს შეხვდა მშვენიერი ქართველი გოგონას ფოტოები 𝗠𝗶𝘀𝘀 𝗚𝗿𝗮𝗻𝗱 𝗜𝗻𝘁𝗲𝗿𝗻𝗮𝘁𝗶𝗼𝗻𝗮𝗹-ის გვერდზე. შეამჩნევდით  ქართულ დროშებსაც ფოტოების ქვეშ. ვინ არის თეონა კბილაშვილი და როგორ მოხვდა ამ კონკურსზე, სტატიაში მოგიყვებით.

ვინ არის თეონა კბილაშვილი 

თეონა კბილაშვილი საქართველოში დაიბადა, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

„15 წლის ჩამოვედი ამერიკაში, სკოლა აქ დავამთავრე, ვისწავლე ბიოლოგია და მაქვს ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში. მიყვარს ხელოვნება - ხატვა, ცეკვა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა მიწევს, რაც ჩემთვის დიდი სიამოვნებაა“, - ამბობს თეონა.

  • რა სჭირს ბელა ჰადიდს? სუპერმოდელის გულწრფელი პოსტი და დედის, იოლანდა ჰადიდის ემოციური წერილი

აშშ-ში თეონას, როგორც საერთაშორისო მოდელის კარიერა, არაერთ წარმატებას ითვლის - 2024 წელს მიიღო პრესტიჟული „OSA Award New York“-ის ტიტული, 2025 წელს კი -  „Miss Grand Central New York“-ის ტიტული, სადაც ამერიკის საუკეთესო 20 კონკურსანტს შორის მოხვდა. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მოდელი მონაწილეობს სხვადასხვა ჩვენებაში, გადაღებასა და კამპანიაში.

„სილამაზის კონკურსი ჩემთვის მხოლოდ კონკურსი არ არის; ეს არის ამბავი. ეს არის ჩემი კულტურის, სირთულეებისა და ხედვის გაჟღერება სცენიდან. მინდა, რომ ყველა გოგონამ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაინახოს, რომ საზღვრები არ არსებობს”, - ამბობს თეონა კბილაშვილი.

teona_kbilashvili

როგორ მოხვდა თეონა კბილაშვილი Miss Grand International-ზე 

„7 წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული სამოდელო სფეროში. ბოლო 4 წლის მანძილზე კი ნიუ-იორკის მოდის კვირეულში ვიღებ მონაწილეობას. 2 წელია, რაც დავინტერესდი სილამაზის კონკურსით და აშშ-ში, Miss Grand USA-ის კონკურსზე ნიუ-იორკი წარვადგინე, ამის შემდეგ კი, Miss Grand International-ზე საქართველოს წარვადგენ”.

თეონა კბილაშვილისთვის საქართველოს წარდგენა ამ მასშტაბურ კონკურსზე არამხოლოდ პირადი, არამედ ქვეყნის წარმატებაა. ქართველების მხარდაჭერა კი მისთვის გადამწყვეტია: 

  • ქართველი სილამაზის დედოფალი საბერძნეთში: ნინი გოგიჩაიშვილის საოცარი კადრები

„საქართველო ყველგან გულით დამაქვს. ახლა კი, როცა Miss Grand International-ის სცენაზე გავდივარ, შემიძლია ჩემი ქვეყნის სული და კულტურა მთელ სამყაროს გავუზიარო“.

თეონა კბილაშვილი აქტიურად ზრუნავს ქალების გაძლიერებაზე, თავდაჯერებულობაზე. თეონას სჯერა სტერეოტიპების დამსხვრევის — განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც პატარა ქვეყნებიდან მოდიან და ხშირად ნაკლებ შესაძლებლობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით.  თეონა იმედოვნებს, საკუთარი ისტორიით შთააგონებს ახალგაზრდებს გაბედულად იოცნებონ და დაუღალავად იშრომონ, მიუხედავად იმისა, საიდან მოდიან”. 

  • ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში

Teona_kbilashvili

ახლა თეონა კბილაშვილს ქართველების გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდება - Miss Grand International-ის კონკურსის ფინალში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე მაქსიმალურად დიდი ჩართულობა დაფიქსირდეს. კომენტარის დაწერითა და მოწონებით შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა მოდელს. 

გახსენით ლინკი და დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა თეონა კბილაშვილისადმი.