მალე ქართველ ძიუდოისტს, ბექა ღვინიაშვილს MMA სამყაროში ვიხილავთ. ის 3 ოქტომბერს BRAVE-ისა და GFC-ს ერთობლივ ღონისძიებაზე იბრძოლებს.
ბექას წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, ჰყავს დიდი ოჯახი. მისი მეუღლე ნინო გველესიანია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
ნინი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, მას 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ნინი ცნობილი ინფლუენსერის, მარიამ გველესიანის დაა.
ბექა ღვინიაშვილი დაიბადა 1995 წლის 26 ოქტომბერს, რუისში. ვარჯიში დაიწყო 2003 წელს დაიწყო
ბექა, 2011 წელს ძიუდოში გახდა ჩემპიონი კადეტთა შორის. 2013-2014 წლებში გახდა ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის 2014 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი. 2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპონი და პრიზიორი უფროსებს შორის.
ვეროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ დასახელდა ევროპის 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტად.
19 წლის გორელი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი გახდა ქართულ ჭიდაობაში. ეს შეჯიბრება საქართველოში 1928 წლიდან იმართება და აღსანიშნავია, რომ ბექა ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც აბსოლუტური ფალავნის ტიტული მოიპოვა.
2015 წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 2017 წელს გახდა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. აგრეთვე მრავალი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე და პრიზიორია. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე იყო, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა.
20230წელს ბექა გახდა თელ-ავივის გრანდ სლემზე ძიუდოში, ოქროს მედლის მფლობელი. ქართველმა ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს ლამაზი გდებებით, ორი ვაზარით სძლია
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ MMA მებრძოლი გახდა.
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ.
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ.
ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.