"ნეტავ, ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩებოდეთ და მერე ვეღარც გაგვიბედავდნენ ამას..." - რას წერს რუსკა ქარქაშაძე - Marao

"ნეტავ, ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩებოდეთ და მერე ვეღარც გაგვიბედავდნენ ამას..." - რას წერს რუსკა ქარქაშაძე

2025-09-21 11:38:03+04:00

"რუბრიკა: ჩემი აზრით! ახალი Iphone 17 შემოვიდა საქართველოში და ერთმა Reseller (გადამყიდველი) კომპანიამ - 15 000 ლარიო. უნდა გადაიხადოთ 15 000, თუ გინდათ, რომ დღესვე გქონდეთ, თორემ ერთ თვეში 4 700 ლარი ეღირება და მერე ხომ არ შეიძენთო?!

ოღონდ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე. 

რეალურად, ეს ტელეფონის ფასი კი არ არის, არამედ, ვის უფრო პირველს ექნება და ვინ უფრო პირველი დადებს სთორის ამ ტელეფონით, მაგის შეჯიბრებაა. 

ruska_karkashadze

მაქსიმუმ 2 თვეში, საბოლოოდ, ვისაც შეძენა უნდა, ყველა შეიძენს. ვინც 15 000 გადაიხადა და ვინც 4 500-ს გადაიხდის - ორივეს ერთნაირი სმარტფონი ექნება, უბრალოდ, ვიღაც ადრე "გასთორავს". ეს პირველად არ ხდება, ყოველ წელს ასეთი გათვლა აქვთ კომპანიებს, რაც ნიშნავს, რომ მყიდველები არსებობენ. სასაცილოა თუ სატირალი, თუ ორივე ერთად, ვერ გაიგებ. 

ნეტავ, ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩებოდეთ და მერე ვეღარც გაგვიბედავდნენ კომპანიები ამ მარაზმს", - წერს სოციალურ ქსელში რუსკა ქარქაშაძე და მსოფლიოში ახალ "აიფონთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება. 

ruska_karkashadze

ვინ არის რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი". 

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი. 

  • "არ ვთვლი, რომ კატასტროფული ასაკობრივი სხვაობაა ჩემსა და ლაშას შორის" - რუსკა ქარქაშაძე მეუღლის, ასაკობრივი სხვაობისა და ოჯახის შესახებ

დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში. 

2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.

"მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი."

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

  • ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.