შავი კლასიკური კაბა და მინიატიურული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისობის დღესასწაულზე - Marao

შავი კლასიკური კაბა და მინიატიურული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისობის დღესასწაულზე

2025-09-22 10:30:10+04:00

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იყო. გახსნის ცერემონიაზე არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, თბილისის მერის, კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე, ანუკი არეშიძეც იმყოფებოდა. 

  • ფოტოალბომი: "ჩემი 20 განსხვავებული სახე" - ანუკი არეშიძის უცნობი ფოტოები

ანუკი არეშიძის გამოჩენა საჯარო ღონისძიებებზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს - მისი ჩაცმულობა და სტილი კი - დიდ მოწონებას. წელს, თბილისობის დღესასწაულისთვის ანუკი არეშიძემ შავი კლასიკური კაბა აარჩია, რომელსაც დეკოლტეს ნაწილი კიდევ უფრო დახვეწილს ხდიდა. დიზაინერმა კაბას წითელი, ასევე კლასიკური ფეხსაცმელი და მინიატიურული ზომის ჩანთა შეუხამა. 

KALADZE_ARESHIDZE

ARESHIDZE_ANUKI

ანუკი არეშიძის ბიოგრაფია

ანუკი არეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.

თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.

  • რა ღირს Valentino-ს წითელი ორეული, რომლითაც ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე გამოჩნდა

2013 წელს, 23 წლის ასაკში, ანუკი არეშიძე დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა გაბედული  ნაბიჯი გადაედგა მოდის სამყაროში საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს დაარსებით. ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს შესთავაზოს განსხვავებული, თამამი სილუეტისა და დიზაინის როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო სამოსი. ანუკის კოლექციები პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიაშიც. ANOUKI-ს კოლექციებში ხშირად არის ცოცხალი ფერები, მდიდრული ქსოვილები და რთული დეტალები.

გარდა პროფესიული წარმატებისა, არეშიძის სოციალურ მედიაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ANOUKI-ს პოპულარობის ზრდაში. მისმა ინსტაგრამის ანგარიშმა  მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, სადაც ის ხშირად აზიარებს სიახლეებს მისი კოლექციების და პირადი ცხოვრების შესახებ.

ანუკი არეშიძემ მოგვიანებით შექმნა ახალო ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია საბავშვო ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე. როგორც დიზაინერი განმარტავდა, ამ წამოწყების ინსპირაცია მისი უმცროსი შვილი, ნიკოლასი გახდა. სწორედ მის სახელს ატარებს ბრენდი. 

ამჟამად ანუკი არეშიძე კონცენტრირებულია სილამაზის ხაზის პოპულარიზაციაზე - მან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა.

ანუკი არეშიძის ქორწინება და ოჯახი 

ანუკი არეშიძემ და მისმა მომავალმა მეუღლემ, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.

  • უცხოეთში მიღებული განათლება, საკუთარი ბრენი და გამორჩეული სტილი - ანუკი არეშიძე

ანუკი და კახა 4 ვაჟის მშობლები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს შვილების ვიდეოებს. მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია, რომელიც სამტრედიაში თამაშობს.

მიუხედავად დიდი ოჯახისა და საკუთარი ბიზნესისა, ანუკი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე.