Christian Dior-ის ჩანთა და ელეგანტური შავი პიჯაკი: ჯანეტ ქერდიყოშვილის "ლუქი" თბილისობიდან და ფოტოები კალაძეებთან - Marao

Christian Dior-ის ჩანთა და ელეგანტური შავი პიჯაკი: ჯანეტ ქერდიყოშვილის "ლუქი" თბილისობიდან და ფოტოები კალაძეებთან

2025-09-22 10:37:55+04:00

2-21 სექტემბერს  თბილისში "თბილისობა 2025" აღინიშნებოდა. როგორც ყოველთვის, ღონისძიება გაჯერებული იყო ტრადიციული მოტივებით. გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაც.

საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად. ნოემ სოციალურ ქსელში კახა კალაძესთან და ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ უამრავი კომენტარი დაიმსახურა.

noe

  • ორი შვილი, ბედნიერი ოჯახი და ახალი ფოტოები - ჯანეტისა და ნოეს ოჯახური იდილია

ჯანეტ ქერდიყოშვილმა საღამოსთვის ელეგანტური შავი ორეული მოირგო, რომელიც მბზინავი ელემენტებით გამოირჩეოდა. ეს ლუქი კი უფრო განსაკუთრებული  Christian Dior-ის პატარა ზომის ჩანთით გახადა. ჩანთა ასევე მბზინავი ეფექტისაა და მისი ფასი, დაახლოებით, 8 000 დოლარია. 

KERDIKOSHVILI

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.

  • ანნა და ლილი - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს 

noe-sulaberidze

2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ელი ჰყავთ.

ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან, სადაც პატარა გოგოებიც არიან ჩართულები.