პირველად ისტორიაში: ორი ქართველი, მატილდა გვარლიანი და დემნა გვასალია GUCCI-ისთვის - Marao

პირველად ისტორიაში: ორი ქართველი, მატილდა გვარლიანი და დემნა გვასალია GUCCI-ისთვის

2025-09-22 11:38:10+04:00

2025 წლის მარტში მოდის სამყაროში ახალი ამბავი ელვისებურად გავრცელდა - დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდის მფლობელმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, Kering-მა გაავრცელა.

  • "დემნა, აქ ხარ?" - GUCCI-ის "ჟელეს ჩანთა" და ლეგენდარული მოდელის ახალი სიცოცხლე

"მო­დამ გან­სა­ზღვრა მისი გზა და დღეს ეს გზა უნი­კა­ლუ­რია. ეს არის ის, რაც Gucci-ს იმ­სა­ხუ­რებს და სჭირ­დე­ბა მას მო­მავ­ლის­თვის“, - თქვა Gucci-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტე­ფა­ნო კან­ტი­ნომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

  • სვანური სილამაზე ალპებიდან - მატილდა გვარლიანის შვეიცარიული მოგზაურობა

ინფორმაციას თავად დემნა გვასალიაც გამოეხმაურა:

"ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ვუ­ერ­თდი Gucci-ის ოჯახს. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სახ­ლში, რო­მელ­საც ღრმად ვცემ პა­ტივს და დიდი ხა­ნია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. მო­უთ­მენ­ლად ველი, რომ სტე­ფა­ნო­სა და მთელ გუნდთან ერ­თად Gucci-ის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ის ახა­ლი თავი დავ­წე­რო“, - ნათ­ქვა­მია დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

demna

დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექცია Gucci-ში

სულ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიას Gucci-სთვის შექმნილი პირველი კოლექცია ხელმისაწვდომი გახდა. მსურველებს კოლექციის Lookbook-ის დათვალიერება უკვე შეუძლიათ. ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესო და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ქართველებისთვის, რადგან  Lookbook-ში ქართველ მოდელს, მატილდა გვარლიანსაც შეხვდებით. მისი ფოტო კი თავად Gucci-ს ოფიციალურ Instagram გვერდზეც შეგიძლიათ ნახოთ. ეს ქართველი დიზაინერისა და ქართველი მოდელის პირველი გადაკვეთაა Gucci-ში. 

gucci

დემნას ხედვა Gucci-ისთვის 

„მე მებრძოლი ვარ და ცხოვრებაში უმეტესად რაღაცების დამტკიცება მიწევს, ამიტომ გარე მოლოდინები გვერდით მოვლენად იქცევა“.

WWD-სთან საუბრისას დემნამ აღნიშნა, რომ ის მზადაა ამ გამოწვევისთვის, კარგად იცის, რომ მისი პირველი კოლექცია მიკროსკოპულად შემოწმდება ამ სფეროს ექსპერტების მიერ, მაგრამ მან იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ზეწოლას.

  • მატილდა გვარლიანის TOP 5 ჩვენება: საუკეთესო მომენტები ქართველი ვარსკვლავის ცხოვრებიდან

"მე ჯერ არ წარვადგენ ჩემს ხედვას, არამედ ვაშენებ პლატფორმას, რომელზეც შემდეგ დავაშენებ ჩემს ხედვას. მინდა, ჩემი ინტერპრეტაციით შევცვალო Gucci-ის გაგება და აღქმა", - ამბობს ის. პირველ ოლექციას დემნა გვასალიამ "ბავშვური ნაბიჯები" უწოდა. 

„გუჩის“ იმიჯის აღსაწერად, დემნამ შექმნა პერსონაჟების სერია, რომლებიც „ლა ფამილიას“ ნაწილია, თითოეულს თავისი პიროვნება და დამოკიდებულება აქვს. ახლად დანიშნულ პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ფრანჩესკა ბელეტინისთან თანამშრომლობით, დიზაინერმა გადაწყვიტა, ორშაბათს გამოეცა კატრინ ოპის მიერ გადაღებული ლუქ-ბუქი.

demna