ქართველი პრინცესას პარიზული დაბადების დღე - როგორ აღნიშნა ქრისტინე ბაგრატიონმა იუბილე - Marao

ქართველი პრინცესას პარიზული დაბადების დღე - როგორ აღნიშნა ქრისტინე ბაგრატიონმა იუბილე

2025-09-22 11:41:58+04:00

საქართველოს პრინცესა, ქრისტინე ძიძიგური იუბილარია. პრინცესამ დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა და უამრავი მილოცვა დაიმსახურა. 

"უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს დაბადების დღის მოლოცვისთვის, უთბილესი სიტყვებისთვის და ჩემი დღის საოცრად გალამაზებისთვის" - წერს ქრისტინე ძიძიგური

ქრისტინემ ულამაზესი ვარდისფერი კაბა მოირგო და საღამო, პარიზში, მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში გაატარა.

kristine

kristine

kristine

kristine

  • ქართველი სამეფო წყვილის ჯადოსნური ცხოვრება: "ვაჟკაცური სულის სიმტკიცე და უაღრესად თავაზიანი ბუნება აქვს" 

ქრისტინე ძიძიგური და იოანე ბაგრატიონის ოჯახი

წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

"პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა".

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.

მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.

  • "ნამდვილი დედოფალი" - ქრისტინე ბაგრატიონის შთამბეჭდავი ფოტოები ქართული მოდის სახლის კაბაში 

bagrationi

პრინცი ხუანის მშობლები 2005 წელს განქორწინდნენ და მამა 2009 წელს ხელახლა დაქორწინდა ფრანსუაზა კაზაუდეჰორზე. 

წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნო. მათი ქორწილი გადაიდო საქართველოში სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების გამო, რასაც ხუანის მამის ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემატა. 

"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი პრინცი.

"ხუ­ა­ნი საფ­რან­გეთ­ში გა­ვი­ცა­ნი, მი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად რომ გა­იც­ნოს, ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი სჭირ­დე­ბაო. ხუ­ანს კი უთხრეს, ქრის­ტი­ნეს დიდი გეგ­მე­ბი აქვს და სხვა რამე არც იფიქ­როო, თუმ­ცა, როცა ჩემი სუ­რა­თე­ბი უნა­ხავს, თურ­მე, თა­ვი­დან­ვე მო­ვე­წო­ნე. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, მომ­წე­რა თბი­ლის­ში ვარო, ვუ­თხა­რი, მე ხვალ მოვფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­ში-თქო. როცა ჩა­მო­ვე­დი და ტე­ლე­ფო­ნი ჩავ­რთე, პირ­ვე­ლი მე­სი­ჯი ხუ­ანს ჰქონ­და გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, მერე შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით - ჩემი სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი" - იხსენებდა ქრისტინე.