"ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი - Marao

"ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

2025-09-22 14:08:33+04:00

კოფეინი ეს არის ალკალოიდი, რომელიც ენერგიით შევსებაში ეხმარება ადამიანს. კოფეინის ყველაზე პოპულარული წარმომადგენლები ყავა და ჩაია. ეს ორი სასმელი განსხვავდება არა მხოლოდ გემოთი, არამედ კოფეინის შემცველობითაც. უცხოურ კვლევებში ვკითხულობთ, რომ მწვანე ჩაი ბევრად ნაკლებ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავა.

ყავა ცნობილია თავისი მაღალი კოფეინის შემცველობით. საშუალოდ, ერთი ჭიქა, 240 მლ ყავა შეიცავს დაახლოებით 80-100 მგ კოფეინს, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ყავის სახეობის, მომზადების მეთოდის და მოზრდილი რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, ყავებში, როგორიცაა ესპრესო, კოფეინის დონე უფრო მაღალია. ერთი ესპრესო,30 მლ-იანი შეიცავს დაახლოებით 60-70 მგ კოფეინს, ხოლო ლატეში ან კაპუჩინოში, რომელიც ძირითადად ესპრესოსა და რძის კომბინაციაა, კოფეინის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მწვანე ჩაი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად კოფეინს შეიცავს, მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობები. ერთი ჭიქა, 240 მლ მწვანე ჩაიში საშუალოდ 20-45 მგ კოფეინია, რაც დაახლოებით 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ყავაში. მიუხედავად ამისა, მწვანე ჩაი პოპულარულია როგორც ნაზი ენერგიის მომმატებელი სასმელი, რომელსაც შესაძლოა უფრო ხანგრძლივი მოქმედება ჰქონდეს, ვიდრე ყავის.

  • როგორ აღვიდგინოთ ბრწყინვალე კანი ზაფხულის შემდეგ: შემოდგომის მთავარი ტრენდები 

ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, რომ ყავაზე მეტ კოფეინს მწვანე ჩაი შეიცავს. ამის შესახებ ვიდეო ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ნანუკა ბოლო წლებია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მისთვის სწორი კვებისა და ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის საკითხებია ნაცნობი და ახლობელია. 

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც შფოთვა და პანიკური შეტევები აწუხებთ, კოფეინი რაციონიდან უნდა ამოიღონ, განსაკუთრებით კი - მწვანე ჩაი.

ნანუკა ჟორჟოლიანი მწვანე ჩაის შესახებ

"ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ვისაც გაწუხებთ პანიკური შეტევები, შფოთი, მენტალური პრობლემები, უძილობა, გააქრეთ კოფეინი,  კოფეინიანი ყავა, განსაკუთრებით - მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა, განსაკუთრებით თურქული ყავა. შედეგით თქვენ მიხვდებით, რომ პრობლემა შემცირდა 70%-ით. თურმე, კოფეინი არის სტიმულაცია შფოთის და პანიკური შეტევის. ეს არის რჩევა, რომლისთვისაც თქვენ იქნებით მადლობელი", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • ლაშა უჩავას რჩევები - როგორ უნდა მივიღოთ ჩია: "დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ 1-2 სუფ­რის კოვ­ზი, მე­ტის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის" 

ამის მიუხედავად, mkurnali.ge-ზე ვკითხულობთ, რომ შესაძლოა ჩაის ფოთლები უფრო მეტ კოფეინს შეიცავდეს, ვიდრე ყავა, მაგრამ მათი მომზადების შემდეგ პირიქით ხდება. ამასთან ყავის ჩანაცვლება უმჯობესია ჩაით, რადგან კოფეინის შემცირება ძილის ხარისხ აუმჯობესებს.

"ჩაის ფოთლები შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავის მარცვლები. მაგრამ მათი დამუშავებისა და სასმლის მომზადების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ყავაში კოფეინის შემცველობა საგრძნობლად მაღალი რჩება.

კოფეინის შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის შემცირებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას - განსაკუთრებით კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი და დიდი დოზებით (ან თუ ჰიპერმგრძნობიარე ხართ) შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, უძილობა, გახშირებული გულისცემა და არტერიული წნევის მომატება.

ყავის მწვანე ჩაით ჩანაცვლებით შეამცირებთ ამ უსიამოვნო სიმპტომების რისკს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკლებ კოფეინს მიიღებთ. გარდა ამისა, მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებას L-theanine. თეანინი დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, განწყობას, ძილის ხარისხს, ამცირებს სტრესისა და შფოთვის სიმპტომებს." - ვკითხულობთ mkurnali.ge-ზე.