5 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2025"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე - Marao

5 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2025"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე

2025-09-22 17:08:57+04:00

20-21 სექტემბერს დედაქალაქში "თბილისობა 2025" გაიმართა. როგორც ყოველთვის ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა. შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა. 

ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ცნობილი ქალბატონები. თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანის ჩაცმულობას: 

ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძის გამოჩენა საჯარო ღონისძიებებზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს - მისი ჩაცმულობა და სტილი კი - დიდ მოწონებას. წელს, თბილისობის დღესასწაულისთვის ანუკი არეშიძემ შავი კლასიკური კაბა აარჩია, რომელსაც დეკოლტეს ნაწილი კიდევ უფრო დახვეწილს ხდიდა. დიზაინერმა კაბას წითელი, ასევე კლასიკური ფეხსაცმელი და მინიატიურული ზომის ჩანთა შეუხამა. 

 

  • შავი კლასიკური კაბა და მინიატიურული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისობის დღესასწაულზე 

ჯანეტ ქერდიყოშვილი

საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად. ნოემ სოციალურ ქსელში კახა კალაძესთან და ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ უამრავი კომენტარი დაიმსახურა.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა საღამოსთვის ელეგანტური შავი ორეული მოირგო, რომელიც მბზინავი ელემენტებით გამოირჩეოდა. ეს ლუქი კი უფრო განსაკუთრებული  Christian Dior-ის პატარა ზომის ჩანთით გახადა. ჩანთა ასევე მბზინავი ეფექტისაა და მისი ფასი, დაახლოებით, 8 000 დოლარია. 

  • Christian Dior-ის ჩანთა და ელეგანტური შავი პიჯაკი: ჯანეტ ქერდიყოშვილის "ლუქი" თბილისობიდან და ფოტოები კალაძეებთან 

ეკო ფანგანი

საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი ეკო ფანგანი იყო. მან ულამაზესი შავი ელეგანტური, გრძელი კარგა მოირგო. ეკო არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომენტარიც დაიმსახურა.

eko

eko

თიკო ჩხეიძე

მოდელი თიკო ჩხეიძე მეუღლესთან ნუკრი რევიშვილთან ერთად ესწრებოდა ღონისძიებას. თიკომ ულამაზესი შავი ორეული მოირგოო, რომელსაც შავი პატარა ჩანთა შეუხამა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ცირა კობიაშვილი

მომღერალი ცირა კობიაშვილიც ესწრებოდა თბილისობის დღესასწაულს. მან სხვა ქალბატონებისგან განსხვავებით არჩევანი თეთრ საღამოს კაბაზე შეაჩერა, ფეხზე კი შავი კლასიკური ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა შეუხამა.