ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ "დილის ლაივის" ეთერში ისაუბრა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ, თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის საჭირო რჩევები გასცა და გამოყო 3 ფავორიტი ნიშანი, რომლებისთვისაც ცხოვრება 21 სექტემბრიდან მკვეთრად გაუმჯობესდება.
"წინ ძალიან საინტერესო კვირა გველოდება. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ მოვერიდოთ კონფლიქტებს, საკუთარი უპირატესობის მტკიცებას. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ თავში, მაგრამ არ შეხვიდეთ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში. ქალწულში გვაქვს მზის დაბნელება, ამიტომ ყველაფრის დალაგება შეგვიძლია. დღევანდელი დღიდან მოყოლებული, უნდა დაფიქრდეთ და მონიშნოთ, ვინ და რა არის ზედმეტი თქვენს ცხოვრებაში. საფუძვლიანად უნდა გაასუფთაოთ როგორც ცხოვრება, ისე გონება.
თქვენი მმართველი პლანეტა მიდის თქვენი სიძლიერის პლანეტაში. გემატებათ შემტევობა, ამბიციები. ძალიან ბევრი რამის გვერდზე გაწევა შეიძლება მოგიწიოთ. გირჩევთ, არ მოსთხოვოთ საკუთარ თავს ძალიან ბევრი. რაც უფრო სასარგებლო იქნებით ახლობელი ადამიანებისთვის, მით მეტად დაგაფასებენ. ცოტა ეგო უნდა დაწიოთ უკან.
მიმდინარე კვირის მანძილზე ცხოვრების ძალიან პოზიტიურად წაყვანა შეგიძლიათ. თუ იქნებით დელიკატური, კეთილგანწყობილი, შეიძლება ფინანსურად გაძლიერდეთ, მოაწესრიგოთ დოკუმენტები, ბიუროკრატიული პრობლემები, სასწავლო პროცესები. საჭირო ნაცნობებსა და შუამავლებს შეიძენთ.
თუ გამოიყენებთ კომუნიკაციის უნარებს, ბევრ პრობლემას მოაგვარებთ. პირადი და პარტნიორული კუთხით შექმნილ დაბრკოლებებს გადალახავთ თუ გამოიჩენთ სირბილეს და დათმობთ.
თქვენი სიტყვები არის თქვენი ჯადოსნური ჯოხი. ნებისმიერ კომუნიკაციას წაიყვანთ თქვენს სასარგებლო. ორშაბათსა და სამშაბათს განსაკუთრებით მიაღწევთ შედეგს. შეგიძლიათ მოაგვაროთ რთული სიტუაციები. მიეცით სხვებს რჩევები - თქვენი რჩევები წამალზე უფრო ეფექტური იქნება.
გამოკვეთილი არჩევანი გაქვთ - თუ წინა კვირაში ცხოვრებამ ფერები დაკარგა, უხასიათოდ იყავით, ამ კვირაში შეგიძლიათ გადაალაგოთ ფასეულობები. თქვენი გარემო და ცხოვრება კი არ შეიცვლება, თქვენი ფასეულობები შეიცვლება. შეიძლება დიდი მოტივაცია იპოვოთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. არჩევანის თემა დგას და შეეცადეთ. ბედნიერების მარცვლები იპოვოთ.
თუ რაიმე მნიშვნელოვანი საუბრები გადადეთ წინა თვეებში, ახლა ისევ დაგეწევათ ეს თემა. ახლა უფრო ეფექტურად მოაგვარებთ ამ ამბავს. მიმდინარე კვირაში შეგიძლიათ ამ ყველაფრის გადაწერისთვის გამოიყენოთ და ახალი კომუნიკაციის აწყობა სცადოთ. კვირის პირველი ორი დღე დაუთმეთ გაანალიზებას, თვალს უსწორებთ თუ არა თქვენს პერფექციონიზმს.
არ უგულებელყოთ რჩევები, რომლებსაც თქვენთვის საყვარელი ადამიანები გაძლევენ. განსაკუთრებით ოჯახის წევრები. შეიძლება გეგონოთ, რომ არ გჭირდებათ მითითებები, მაგრამ მოუსმინეთ მათ. შეიძლება გაღიზიანებული იყოთ და გეჩვენებოდეთ, რომ ამ ადამიანებს დემაგოგიური ტონი აქვთ მათ, მაგრამ ამის უკან ზრუნვა და სიყვარული დგას.
თქვენი უტაქტობის ან უკომპრომისობის გამო, შეიძლება გქონდეთ კონფლიქტები იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც ადრე საერთო მიზნები გქონდათ, ბევრჯერ დამხმარებიხართ კიდეც და ახლა ფიქრობთ - თქვენ რომ დაგჭირდათ, არ დაგეხმარნენ. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, რადგან შეგიძლიათ ისინი ისევ მოკავშირედ აქციოთ.
შეიძლება კვირის პირველ ნაწილში დაბნეული იყოთ იმ ადამიანების გამო, ვინც არიან "მგელი ცხვრის ტყავში". ასევე, შესაძლოა, ადამიანი. ვისთანაც გულწრფელი საუბარი გინდათ, ბოლომდე არ გაჩვენებთ საკუთარ თავს, არ გააღრმაოთ კონფლიქტები, ისინი შეიძლება თავისითაც განიმუხტოს.
იშვიათად კარგი პერიოდი დგება თხის რქებისთვის. კარგი პერსპექტივები გაქვთ კარიერული კუთხით. თქვენი ინიციატივები ძალიან დადებითად შეიძლება დაგვირგვინდეს.
კვირის პირველი ორი დღის მანძილზე გაერკვიეთ შინაგან კონფლიქტებში. საკუთარ ემოციებს თუ ვერ დაალაგებთ, შეიძლება ეს გადაკონვერტირდეს ნეგატივში, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის პრობლემებში. ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას მიხედეთ. თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრეთ.
თევზები კვირის დასაწყისში იქნებიან დაკავებული პარტნიორული ურთიერთობების გარკვევით. კვირის მეორე ნაწილში იქნებით აქტიური ფინანსურ ნაწილში. გელით დაუგეგმავი წარმატება, კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ შეიძინოთ უძრავი ქონება.