დაშორდნენ თუ არა თამო ვაშალომიძე და მისი ქმარი - რას ამბობს მოდელი გავრცელებულ ვიდეოში - Marao

დაშორდნენ თუ არა თამო ვაშალომიძე და მისი ქმარი - რას ამბობს მოდელი გავრცელებულ ვიდეოში

2025-09-22 17:51:17+04:00

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე და ბიზნესმენი აკა სამხარაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ  palitavideo.ge-ზე ვიგებთ. როგორც ინფორმაცია ვრცელდება თამომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში პირველად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. „მე და აკა რამდენიმე თვეა დაშორებული ვართ, ძალიან რთული იყო, ძალიან... როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება რთულია,“ - თქვა თამო ვაშალომიძემ.

  • თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა ფოტომოდელი 

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა თამო ვაშალომიძეს კანის წითელ ხალიჩაზე: შეფასებები და ულამაზესი კადრები 

tamo

თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.  

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა."