ლელა წურწუმიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთადერთი ქალიშვილის, მარიკო მამულაშვილის ფოტო გააზიარა.მარიკო საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა, რამაც ლელას მეგობრებსა და გამომწერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფოტოს ქვეშ უამრავ კომენტარს შეხვდებით, სადაც წერენ, რომ მარიკო სულ უფრო მეტად ემსგავსება მშვენიერ დედას, ზოგიერთი კი მის ახალ იმიჯს იწუნებს.
მარიამ მამულაშვილი პროდიუსერის, კახი მამულაშვილისა და მუსიკოს ლელა წურწუმიას შვილია. მარიკო ლელას ერთადერთი ქალიშვილია, თუმცა კახის პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი. და-ძმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებენ.
მარიკო მამულაშვილი 22 წლისაა. ლელა წურწუმია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მარიკომ დედის სურვილი გაითვალისწინა და მის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა, საკუთარ ოცნებებს მიჰყვა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ახლა მარიკო პროფესიით მხატვარია, მისი ზოგიერთი ნამუშევრის ნახვა კი მის გვერდზეც შეგიძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მარიკო მამულაშვილს პოპულარობა არ აურჩევია - ის ვარსკვლავურ ოჯახში დაიბადა - მის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან დიდი იყო. თავად მარიკოს არ უყვარს კამერებთან გამოჩენა, ინტერვიუებსაც იშვიათად აძლევს ჟურნალისტებს, თუმცა ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისის დროს მან ვრცლად ისაუბრა დედასთან ურთიერთობასა და ბავშვობაზე. მარიკო ამბობდა, რომ ლელა ყოველთვის დაკავებული იყო საკუთარი პროფესიით და მის დანაკლისს ხშირად გრძნობდა:
"იყო რაღაც ტკივილი, თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცებს ვერ აცნობიერებ და უბრალოდ, გინდა, დედასთან ყოფნის საკმარისი დრო გქონდეს. იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან უფრო და უფრო ავინაზღაურებდი ამ ურთიერთობის დანაკლისს. რეალურად, სითბო და სიყვარული დედისგან არ მკლებია. მის კარიერას ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე პატივს ვცემ. ძალიან მშრომელი ადამიანია.
გარკვეულმა სირთულეებმა გამაძლიერა. ცხოვრება გამოცდებით არის სავსე... თითქოს ასეა მიღებული, რომ ცნობილი ადამიანის შვილს რაღაც სხვანაირად უყურებენ. არ მაქვს სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან კომუნიკაცია, ძალიან უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, რითაც კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ცნობილობა და რაღაც ასეთი, ძალიან შორს არის. ადამიანები ვართ ყველანი, უცნობებიც და ცნობილებიც. ყველა ტიპის ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. წიგნს ყდით არ ვაფასებ, თუ მისი შინაარსი არ ვიცი. ადამიანს ისე ვცემ პატივს, როგორც მინდა, რომ მე მცენ პატივი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო სადა და უბრალო", - ამბობდა მარიკო.
თავად ლელა კი აღნიშნავდა, რომ ამ დანაკლისს თავადაც აცნობიერებდა:
"მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი, დავაკელი ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა. ის იზრდებოდა არაჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შემეძლო, მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის შეგრძნება არ მქონდეს. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ამის მიზეზი ვიცი... სადღაც 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც 4-5 წლისას ჰქონდა დახატული... იქ მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის. რომ ვკითხე, რატომ ტიროდა, დედა ენატრებაო... მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მასთან ამ ჩემი არანორმალური გრაფიკის ახსნა მომიწევდა" - თქვა ლელა წურწუმიამ საავტორო გადაცემაში.
"ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიხვდება, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ცნობილი ადამიანების შვილობას აქამდე არ შევუცვლივარ და ამის შემდეგაც არაფერი შემცვლის. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ", - ასე აფასებდა მარიკო მამულაშვილი საკუთარ თავს.