ქორწილი, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა: "სუხიშვილების" მოცეკვავის, ქეთი ხადურის ჯადოსნური ქორწილი - Marao

ქორწილი, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა: "სუხიშვილების" მოცეკვავის, ქეთი ხადურის ჯადოსნური ქორწილი

2025-09-23 12:57:03+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე ქეთი ხადური დაქორწინდა. ქეთის მეუღლე გიორგი ხვისტანია. სოციალურ ქსელში ქორწილის უამრავი ვიდეო გავრცელდა. ქეთიმ სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა.

კადრებმა უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავეების სიყვარულის ლამაზი ამბავი და ხელის თხოვნა: ვინ არის დავით ჭანიშვილის რჩეული 

ქეთი ხადური

ქეთი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის 6 წლის ასაკიდან დადიოდა ცეკვაზე. თავდაპირველად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანსამბლ "თამარიონში" დაიწყო ცეკვა. შემდეგ კი "სუხიშვილების" აკადემიაში დაიწყო სიარული.

ქეთი ჟურნალისტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობს. მაგისტრატურის გაგრძელებას კი პიარის მიმართულებით გეგმავს.

"ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ და ჟურნალისტიკის განხრით ბედი არ მიცდია, მაგრამ ძალიან მიხარია, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი რომ ავირჩიე. ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა ტელევიზია და მინდოდა წამყვანი ვყოფილიყავი. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ცეკვას ეხება, მაგრამ ამასთან, მაგისტრატურასაც განვიხილავ პიარის განხრით..." - ამბობდა ქეთი ხადური ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

  • თენგიზ სუხიშვილის მეუღლეს, ინგა თევზაძეს, 84 წელი შეუსრულდა – "სუხიშვილებმა" დაბადების დღე ვიდეორგოლით მიულოცეს 

  • "მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა 

ასევე ქეთი ინტერვიუში პირველი გასტროლის ემოციას იხსენებს.

"საქართველოს საზღვარი პირველად დავტოვე და თვე-ნახევრით აფრიკაში წავედი, 10 წელი სწორედ გასტროლზე შემისრულდა. ის შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს, გაოგნებული დავრჩი, როცა ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული ტრადიციებით აღმოვაჩინე. ოჯახი, ქვეყანა, სახლი, სამეგობრო იმდენად მენატრებოდა, უნებურად მეტირებოდა და ემოციების კონტროლი მიჭირდა. ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მღლიდა, მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება და სხვა სცენაზე ცეკვა. დღემდე მახსოვს აეროპორტში ქართული ენის გაგონებისას ჩემი ემოციები. ამ საგასტროლო ტურის შემდგომ ბევრ რამეს მივხვდი: გავაცნობიერე, როგორ სერიოზულად აღიქვამს ოჯახი ჩემს კარიერას; ასევე გავიაზრე, თუ როგორ ზრდის და აყალიბებს მოცეკვავეს საზღვარგარეთ სიარული და რამდენად საჭიროა კარიერული წინსვლისთვის" - ამბობს ქეთი.

ამასთან ქეთიმ თავის მოვლის რუტინაზეც ისაუბრა. მისი თქმით ის ყველაზე მეტ ყურადღებას წონას აქცევს.

"ყველა ადამიანს დამახასიათებელი სილამაზე აქვს, რაც სხვებისგან გამოარჩევს. თუმცა, ცეკვის სფეროში არის სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ერთ-ერთია ფორმის შენარჩუნება და წონის კონტროლი, რადგან თითოეული კილოგრამი ეტყობა სცენას. ჩემს შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან არ მაქვს ჭარბი წონისკენ მიდრეკილება. ამასთანავე, ყოველდღიური დატვირთვა, ვარჯიში და დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვა პროფესიონალი მოცეკვავისთვის სასურველ ფორმაში ყოფნის გარანტია. რაც შეეხება კვების რაციონს, თავს არ ვიზღუდავ და მივირთმევ იმას, რისი სურვილიც მაქვს, მაგრამ დოზირებულად. ზაფხულში, დასვენების პერიოდში ვცდილობ, ყოველდღე ვივარჯიშო და საღამოს კვებისგან თავი შევიკავო. გოგოებს ვეტყოდი, რომ წინაღობების მიუხედავად, არასდროს თქვან უარი საყვარელ საქმიანობაზე, შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან" - ამბობს ქეთი.