ქართველი მოცეკვავეების უდიდესი წარმატება: რას წერენ რატი გაჩეჩილაძე და ოთო ფოლადაშვილი - Marao

ქართველი მოცეკვავეების უდიდესი წარმატება: რას წერენ რატი გაჩეჩილაძე და ოთო ფოლადაშვილი

2025-09-23 13:46:45+04:00

ოთო ფოლადაშვილი და რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი გახდა. 

ოთო ფოლოდაშვილი და რატი გაჩეჩილაძე ქართველმა საზოგადოება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. ისინი უკვე არაერთი სეზონია პროექტში იღებენ მონაწილეობას და არაერთი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ.

ორივეს საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს და არაერთ ბავშვს ასწავლიან სამეჯლისო ცეკვის ტექნიკას.

ოთო ფოლადაშვილი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

oto

  • ოჯახური არდადეგები - როგორ ატარებენ ზაფხულს ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი 

რატი გაჩეჩილაძე

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

  • "უმცროსი გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძემ ემილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა