"საქართველოს ნამდვილად ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავი და ეს სოფო ნიჟარაძეა“ - სოფო ნიჟარაძის განვლილი გზა და ცნობილი მიუზიკლები - Marao

"საქართველოს ნამდვილად ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავი და ეს სოფო ნიჟარაძეა“ - სოფო ნიჟარაძის განვლილი გზა და ცნობილი მიუზიკლები

2025-09-23 14:21:45+04:00

სოფო ნიჟარაძე ტვ პირველის ეთერში მარიამ როინიშვილის რუბრიკას სტუმრობდა. რუბრიკის თემა მიუზიკლები იყო და სოფომ წამყვანთან ერთად საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. 

„მისი კარიერა ძალიანა ადრეულ ასაკში დაიწყო - 2 წლის იყო, როცა უკვე მღეროდა. დღემდე არამხოლოდ ქართველ მსმენელს, არამედ კიდევ უამრავ ქვეყანას გააცნო და შეაყვარა ჩვენი კულტურა. მის ცხოვრებაში არაერთი კონკურსი, ფესტივალი და საინტერესო ღონისძიება ყოფილა. ახასიათებენ, როგორც გამორჩეული გარეგნობის, გამორჩეული ვოკალის, გამორჩეული შესაძლებლობების ხელოვანს. 

  • 24 წლის წინ... - სოფო ნიჟარაძის ფოტოალბომი: როგორ გამოიყურებოდა ცნობილი მომღერალი წლების წინ

მსოფლიოში იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელსაც შეუძლია და გამოსდის სცენაზე ერთდროულად სიმღერა, ცეკვა და სამსახიობო ოსტატობა. საქართველოს ნამდვილად ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავი და ეს სოფო ნიჟარაძეა“, - ასე წარადგინა მარიამ როინიშვილმა სოფო ნიჟარაძე გადაცემაში. 

nizharadze_sofia

სოფო ნიჟარაძე და მისი კარიერა - "ჩხიკვთა ქორწილი"

„ბარბარა სტრეიზანდის მუსიკაზე გავიზარდე და შეყვარებული ვიყავი ამ ჟანრზე, თუმცა პროფესიად ქცევა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ეს უფრო ბუნებრივად მოხდა. 

17 წლის ვიყავი, ბასილაიამ და გენსბურმა რომ მომისმინეს, კასტინგზე მივედი, მოსკოვში, მაშინ „ჩხიკვთა ქორწილს“ აკეთებდნენ. საინტერესო, სანახაობრივი, რთული დადგმა იყო. მოქმედება ცირკში ხდებოდა. ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა და დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან მხოლოდ სიმღერა არ იყო საკმარისი, ციგურებით სრიალი უნდა მცოდნოდა, ჟონგლიორობა. სტრესულ გარემოში ვიყავი, უცხო ქვეყანაში, ასაკით პატარა. 

მახსოვს, რომ ნუგზარ კვაშალი იყო იქ და ძალიან მედგა გვერდზე.

"რომეო და ჯულიეტა"

„შემდეგ იყო „რომეო და ჯულიეტა“ - 2000-იანი წლების დასაწყისი. ფრანგები დგამდნენ ამ მიუზიკლს და ვფიქრობ, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ამ მიუზიკლში ვერ მოვხვდებოდი. პრემიერის ქასტს როცა აცხადებდნენ და ჩემი გვარი გავიგე, ვიტირე. ჩემი პირველი სიხარულის ცრემლები ამ დადგმასთანაა დაკავშირებული. დედაჩემი იყო ჩამოსული და რომ ჩავეხუტე, ვტიროდი. ასე ძალიან გინდოდა მონაწილეობაო? - მკითხა“.

sofia_nizharadze

"ქეთო და კოტე"

„საოცარი პერიოდი იყო, მიუზიკლად ნიკოლოზ რაჭველმა გააკეთა. მისი ვერსიები სრულიად განსხვავებულია ოპერისგან. ძალიან საინტერესო და თანამედროვე დადგმა გამოვიდა, ეს იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. 

  • "თავის ხელით გაგიკეთა და შენ არ იღებ, გადაყოლილია მიშა შენზეო..." - რა ისტორიას იხსენებს სოფო ნიჟარაძე

მსოფლიოში ახლა ძალიან ცოტა მიუზიკლია, რომელიც სრული ორკესტრითაა გაფორმებული, ასეთი იყო სწორედ „ქეთო და კოტე“. ჩართული იყო გუნდიც, ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობდა, ნინო ანანიაშვილი, ლადო ათანელი, ნანი ბრეგვაძე, "სუხიშვილები", ნინო ქათამაძე...  პატრიარქმა შეაფასა, როგორც მუსიკალური რევოლუცია. 

"ვერის უბანი"

„ქეთო და კოტეს" წარმატებამ მოგვცა მოტივაცია და რადგან ნიკოლოზ რაჭველს არ ეშინოდა გამოწვევების, შეიქმნა „ვერის უბანი“. ძალიან საინტერესო იყო, როგორ ხედავდა ფრანგი რეჟისორი ქართულ შემოქმედებას. მან შემოიტანა ფრანგული ელემენტები თანამედროვე ცეკვის სახით, „სუხიშვილებისთვისაც“ ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. დიდხანს ვმუშაობდით ამ ყველაფერზე. 

ამ დადგმის მთავარი მარგალიტი ბუბა კიკაბიძე იყო. სცენაზე პირველად რომ შემოდიოდა და განათება ეცემოდა, სანამ სიტყვას იტყოდა, მანამდე ინგრეოდა დარბაზი. ძალიან უყვარდათ. 

nizharadze

„გაყრა“ და „შეყრა“

„გაყრა“ ძალიან დიდი ხნის სპექტაკლია, რომელშიც მე არ ვმონაწილეობ. მინდა, კიდევ გვქონდეს მისი ნახვის შანსი, რადგან იცით, რა სიტუაციაა ახლა თეატრში. 

  • პირველკლასელი ალისკა სააკაშვილი - რა კადრებს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

მე ვმონაწილეობ „შეყრაში“. ძალიან ბევრი წელია, რაც გვაქვს ეს დადგმა. ბილეთები არასდროს არის, ჩემმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის, ჩემმა შვილმაც მოასწრო და ახლა ნახა. ელის-მარიას ძალიან მოეწონა, რა კარგი სამსახური გქონია, მამასგან განსხვავებითო, ასე მითხრა. არ გამოირჩევა კომპლიმენტებით, მაგრამ ეს მიუზიკლი მოეწონა“.