"გეტყვით, როდის დავიწყე ინიექციების გაკეთება" - რა პროცედურებს იყენებს ხატია შამუგია სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის - Marao

"გეტყვით, როდის დავიწყე ინიექციების გაკეთება" - რა პროცედურებს იყენებს ხატია შამუგია სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

2025-09-23 14:59:42+04:00

"გეტყვით, როდის დავიწყე ინიექციების გაკეთება - მაშინ, როცა ჩემი მეგობარი გახდა ექიმი-ინფექციონისტი. ჩემს სპეციალისტს არ უყვარს არაფერი ზედმეტი, მეუბნება, რა მჭირდება და მეც ვენდობი. 

გაკეთებული მაქვს ტუჩი, ასევე ვიკეთებ დისპორტს, ისე, რომ მიმიკა ყოველთვის შენარჩუნებული მქონდეს. გარდა ამისა, ვიკეთებ სახისა და თვალის ბიორევიტალიზაციას წელიწადში ერთხელ. ზოგადად, ვიკეთებ იმ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რაც შემოდის ჩვენს ბაზარზე და რასაც ჩემი ექიმი თვლის, რომ სასარგებლო იქნება", - თქვა ტელეწამყვანმა ხატია შამუგიამ ტვ პირველის ეთერში. 

khatia_shamugia

რა არის დისპორტი

გსმენიათ, რომ 1820-იან წლებში გერმანიაში ადამიანები მასიურად მოიწამლნენ, რისი მიზეზიც ძეხვი გახდა. ამ ამბით არაერთი მეცნიერი დაინტერესდა და მათ შორის აღმოჩნდა გერმანელი ექიმი და პოეტი ჯასტინუს კერნერი. სწორედ მან მიაგნო მიზეზს - მოწამვლას ძეხვეულში არსებული ბაქტერია „ძეხვეულის შხამი“, იგივე „ქონის შხამი“ იწვევდა.

  • "ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

კერნერმა დაუკავშირა ძეხვის ბოტულიზმს და ამის შესახებ ნაშრომიც მოამზადა. ის ცდებს საკუთარ თავზე ატარებდა და ბოტულინის ტოქსინის შესაძლო სამკურნალო თვისებებზეც ალაპარაკდა.

ჯასტინუს კერნერის შემდეგ ამ საკითხის შესწავლა ბელგიელმა ბაქტერიოლოგმა ემილ ვან ერმენგემმა გააგრძელა და აღმოაჩინა, რომ საკვების მოწამვლას ბაქტერია Clostridium botulinum-ი იწვევს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალან სკოტმა აღმოაჩინა, რომ ეს ტოქსინი სიელმის გასასწორებლად და კუნთების სპაზმის მოსახსნელადაა ეფექტური. 1989 წელს, აშშ-ის პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ (FDA), მწვანე შუქი მისცა ბოტულინის ტოქსინის სამკურნალო მიზნებით გამოყენებას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ტოქსინი, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, საბოლოოდ, ესთეტიკის სამსახურში ჩადგა.

ექსპერიმენტები ტოქსინის კოსმეტოლოგიური თვისებების გამოსავლენად 1950 წელსაც ტარდებოდა. ცდებში პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. ამბობენ, რომ მათ შორის მსახიობი და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო.

  • რა სჭირს ბელა ჰადიდს? სუპერმოდელის გულწრფელი პოსტი და დედის, იოლანდა ჰადიდის ემოციური წერილი

დღეს ბოტულინის ტოქსინს ახლოს ვიცნობთ, მისი აბრევიატურა ასე ჟღერს: ბოტოქსი.

ბოტოქსის, იგივე A ტიპის ბოტულინის ტოქსინის, კოსმეტიკური დანიშნულებით გამოყენების ოფიციალური ნებართვა FDA-მ 2002 წელს გასცა. სასწაულმოქმედმა ინიექციებმა სამყაროს თავბრუ დაახვიეს და, საბოლოოდ, მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად იქცა. პრეპარატი ასევე ცნობილია, როგორც დისპორტი – იმ განსხვავებით, რომ პირველი აშშ-ში იწარმოება (ALLERGAN), მეორე კი – საფრანგეთში (BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL).

რა არის ბიორევიტალიზაცია

კანის ბიორევიტალიზაცია არის ესთეტიკური მედიცინის პროცედურა, რომლის მიზანია კანის დატენიანება, სტრუქტურისა და ელასტიკურობის გაუმჯობესება.

ეს ხდება ჰიალურონის მჟავის სპეციალური პრეპარატების შეყვანით კანში (ინიექციებით ან აპარატურული მეთოდებით – ლაზერით, ულტრაბგერით, ელექტროპორაციით და სხვ.).

  • "და, აი, დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი" - დეტალური ინსტრუქცია და შთამბეჭდავი გარდასახვა იაკო ჭალაგანიძისგან

ჰიალურონის მჟავა ბუნებრივადაც შედის კანის შემადგენლობაში და პასუხისმგებელია ტენიანობის შეკავებაზე.

ასაკთან ერთად მისი რაოდენობა იკლებს, კანი შრება, ჩნდება ნაოჭები და ტონუსი სუსტდება.

ბიორევიტალიზაცია ხელს უწყობს:

  • კანის ღრმა დატენიანებას;
  • მიკროცირკულაციისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას;
  • კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირებას;
  • ნაოჭების და ასაკობრივი ნიშნების შემცირებას;
  • კანის ფერის გათანაბრებასა და ბზინვარების დაბრუნებას.

პროცედურა, როგორც წესი, ტარდება კურსის სახით (რამდენიმე სეანსი). ეფექტი გროვდება და ინარჩუნებს შედეგს რამდენიმე თვემდე.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცედურები სამედიცინო მანიპულაციებია და აუცილებლად უნდა ჩატარდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, რადგან არასწორად ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.