Ballon d'Or (ოქროს ბურთი) დაჯილდოების შემდეგ სპორტული სამყაროს ყურადღებამ The PSG Foundation Gala-სკენ გადაინაცვლა.
PSG Foundation Gala, ფრანგულად Gala de la Fondation du PSG არის საქველმოქმედო საღამო, რომელიც ორგანიზებულია საფეხბურთო კლუბის PSG მიერ, მიმართულია სოციალური და საზოგადოებრივი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც კლუბის ფონდში ხორციელდება. ამ პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, ინკლუზიის, განათლებისა და სპორტული აქტივობების მიმართულებით.
Gala de la Fondation du PSG რამდენიმე მთავარი იდეის გარშემო იმართება:
წლევანდელი ღონისძიება მასშტაბურობით გამოირჩეოდა. მას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. ფეხბურთელები და მათი მეუღლეები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ღონისძიება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო როგორც სოციალური, ისე საზოგადოებრივი ასპექტით.
წლევანდელი Gala de la Fondation du PSG განსაკუთრებული იყო ჩვენთვისაც, ქართველებისთვის, ამას კი ერთი მთავარი მიზეზი ჰყავდა - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი ამ ღონისძიებას მეუღლესთან, უმშვენიერეს ნიცა თავაძესთან ერთად დაესწრო.
ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად, კლასიკურ სმოკინგში იყო გამოწყობილი, ნიცამ კი, დრესკოდის დაცვით, შავი, გრძელი კლასიკური კაბა მოირგო. ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო, მათი კადრები ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებშიც მალევე გავრცელდა. ნიცას ვიზუალმა უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
PSG-ის ფეხბურთელები ამ საღამოზე მუქი ფერის კლასიკური სამოსით გამოჩნდნენ, გამონაკლისი არც ხვიჩა კვარაცხელია ყოფილა. ნიცა თავაძემ კი ულამაზესი დეკოლტეთი გაფორმებული, შავი კაბა მოირგო.
ნიცას კაბა ძალიან ჰგავს Vivienne Westwood-ის Nova Cocotte crêpe satin gown მოდელს, რომლის ღირებულებაც 5,620 ევროა.
რაც შეეხება აქსესუარებს, ნიცამ მინიმალისტური არჩევანი გააკეთა და ამ ელეგანტურ კაბასთან ერთად მხოლოდ საათი მოირგო. მის მიერ შერჩეული ჩანთა კი ჰგავს Rabanne-ის ოქროსფერ მეტალის ჩანთას, რომლის ფასიც, დაახლოებით, 1,590 დოლარია.