პირველი ვრცელი ინტერვიუ: "ჩემთვის რთული აღმოჩნდა სიყვარული... არ მსურს, შვილებმა არ მსურს, ჩემი დეპრესია ნახონ" - Marao

პირველი ვრცელი ინტერვიუ: "ჩემთვის რთული აღმოჩნდა სიყვარული... არ მსურს, შვილებმა არ მსურს, ჩემი დეპრესია ნახონ"

2025-09-25 10:17:46+04:00

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამო ვაშალომიძე მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.

თამომ პირველად დაშორების შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მისი თქმით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა დაშორებულები არიან და ძალიან რთული დღეები გაიარა:

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, რომ არ ჩანდა აკა ჩემს ვიდეოებში, აბა როგორ ხართ, რა ხდება?!. ჯობია ვთქვა, ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე და აკა უკვე დიდი ხანია, დაშორებულები ვართ. უბრალოდ ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ჰქონდა დასრულებული ეს ურთიერთობა. როცა 2 შვილი გყავს, როცა ექვს-წლიანი ურთიერთობა გაქვს, თქვა თამამად, რომ მართლა დავშორდით და წერტილი დაესვა ყველაფერს, რთულია. ძალიან რთული დღეები გავიარე. კიდევ კარგი, მყავს შვილები და მათთან შემიძლია დროის გატარება, დავდივარ ფესტივალებზე და Tamo skin-ის განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. ჩემთვის რთული აღმოჩნდა სიყვარული, რთულია როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება. ჩემთვის ჩემი შვილები არიან ძალიან მნიშვნელოვნები და არ მსურს, ჩემი დეპრესია ნახონ. მინდა,სულ რაღაც საქმეში ვიყო ჩართული,"- ამბობს თამო ნანუკასთან გადაცემაში.

  • VIDEO: რას ამბობს თამო ვაშალომიძე ყოფილი მეუღლის შესახებ: "მარტის მერე ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ" 

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

  • რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა თამო ვაშალომიძეს კანის წითელ ხალიჩაზე: შეფასებები და ულამაზესი კადრები 

 "პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.  

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.