მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოუბიზნესის ვარსკვლავმა, სელენა გომესმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა - იგი ორსულადაა და უკვე მეხუთე კვირაშია. ამის შესახებ ინფორმაციას bestdecorationzone.com ავრცელებს, თუმცა სიმართლეა თუ არა აღნიშნული ფაქტი, ამის შესახებ კომენტარი არც სელენა გომესს, არც მის საქმროს და არც სხვა ცნობილ გამოცემებს არ გაუკეთებიათ.
გამოცემა bestdecorationzone.com წერს, რომ სელენა წლების მანძილზე ებრძოდა ჭორებს, უწევდა მტკივნეული კომენტარების მოგერიება, ახლა კი მის ცხოვრებაში ბედნიერი მომენტია.
თავად სელენა ამის შესახებ არაფერს წერს. მეტიც, გასულ წელს მან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შვილის ყოლა არ შეუძლია:
"ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, შვილის გაჩენა არ შემიძლია... მაქვს ბევრი სამედიცინო პრობლემა, რომელიც ჩემსა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ეს იყო ის, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში ვიყავი დამწუხრებული.
ეს აუცილებლად ისეთი არ იქნება, როგორც წარმოვიდგენდი, რომ ბავშვები მეყოლებოდა. მეგონა, ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ყველას შემთხვევაში, მაგრამ ახლა ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. მადლიერი ვარ იმით, რომ არიან შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც სუროგაციის ან შვილად აყვანის პროცესისთვის გამოთქვამენ მზადყოფნას, რაც ჩემთვისაც დიდი შესაძლებლობაა, - - თქვა მან.
ეს მაგრძნობინებს დიდ მადლიერებას ალტერნატიული საშუალებების მიმართ, რომლებსაც ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც დედობა ძალიან სურს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მოხარული ვარ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურება ეს გზა, თუმცა ის ცოტა განსხვავებული იქნება. საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს. ის ჩემი იქნება. ის ჩემი შვილი იქნება“, - ამბობდა მომღერალი Vanity Fair-ის ინტერვიუში.
სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ტიკტოკსა და ინსტაგრამზე მსგავსი ფოტოები ელვის სისწრაფით ვრცელდება, თუმცა მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა. მენდი 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია.
„იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, ყველაფერს დედას ვაბრალებდი. უბრალოდ ოჯახი მინდოდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ დედაჩემმა ყველაფერი სწორად გააკეთა”, - თქვა გომესმა ინტერვიუში.
მენდი მსახიობი იყო და სელენა გამუდმებით თან დაჰყავდა რეპეტიციებსა და გადაღებებზე. ბუნებრივია, პატარაობიდანვე გოგონამ შეითვისა კინოსა და ხელოვნების ატმოსფერო. არც კი შეუმჩნევია, ეს ისე მოხდა. ერთ დღეს იგი უბრალოდ წავიდა მოსმენაზე და ადვილად მიიღო როლი საბავშვო შოუში "ბარნი და მეგობრები".
2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. მას ახალ მაილი საირუსადაც კი მოიხსენებდნენ. 2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია."
2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა."