როგორ იცვლებოდა ნიცა თავაძე წლების მანძილზე: ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი ცოლი და მისი ამბავი კამერებს მიღმა - Marao

როგორ იცვლებოდა ნიცა თავაძე წლების მანძილზე: ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი ცოლი და მისი ამბავი კამერებს მიღმა

2025-09-25 12:15:59+04:00

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ჩვენს ქვეყანაში ალბათ იმ გამონაკლის ცნობილ სახეებს მიეკუთვნებიან, რომლებიც უყვარს ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და პროფესიისა. 24 წლის ხვიჩა კვარაცხელია ახალგაზრდა და დამწყები სპორტსმენებისთვის უკვე იქცა მისაბაძ მაგალითად - მის შრომას, მიზანდასახულობასა და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ბოლო წლებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. რა გასაკვირია, რომ მისი საყვარელი ქალი, ნიცა თავაძე საზოგადოებისთვის ასევე საყვარელი და საინტერესო სახეა. 

ვინ არის ნიცა თავაძე

ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კვარაცხელია რუბინში თამაშობდა. მაშინ კვარაცხელიას ფართიო საზოგადოება ნაკლებად იცნობდა.  ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. ახლა კი ნიცა მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ მნიშვნელოვან თამაშებზე ყოველთვის ხვიჩას გვერდითაა.

  • ნიცა თავაძის პორტრეტი: ცხოვრება კამერებს მიღმა, ოჯახი და ოჯახური ბედნიერება

ნიცა თავაძეს მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი - ნიცამ 2022 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მოუწია ქვეყნის დატოვება და მომავალ მეუღლესთან ერთად იტალიაში წასვლა.

“ნიცა სამედიცინოს სტუდენტია, რომელიც ამიერიდან ნეაპოლში ცხოვრობს და სწავლას იტალიაში აგრძელებს. ნიცა მუდამ კვარას გვერდითაა. აი ასეთი გოგოა ნიცა, ხვიჩას სულ ამხნევებს და მუდამ სტადიონზეა. სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს და მასთან ერთად უხარია გუნდის წარმატება. ნიცას საქციელი მართლაც დასაფასებელია” – წერდა ერთ-ერთი იტალიური მედია ჯერ კიდევ მაშინ, როცა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო. 

ნიცას გვერდით ხშირად ჩანან მისი ოჯახის წევრები - ნიცას დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ.

ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა თავაძე, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით. ნილა მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის დის გვერდითაა.

  • ნიცა თავაძეს ვერ იცნობთ: მოდელის ამპლუა და ახალი ფოტოები - რა კადრებს აქვეყნებს Whyte Magazine

„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემ გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ" - ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია. 

2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა. 

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

2024 წლის 21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. ხვიჩამ სამშობიაროდან პირველი კადრებიც გაგვიზიარა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე", - დაწერა მან. 

დამიანე კვარაცხელიას დაბადებას მისი მშობლების მეგობრები და ოჯახის წევრები სამშობიაროს ეზოში ელოდებოდნენ. მოლოდინისა და პირველი სიხარულის კადრები კი სოციალურ ქსელში ნიცა თავაძის მეგობარმა გაგვიზიარა. 

როგორც ცნობილია, ხვიჩა 20 აგვისტოს, შვილის დაბადებამდე ერთი დღით ადრე, იტალიიდან პირდაპირ რეისით გამოემგზავრა, რათა დამიანეს გაჩენის დროს მეუღლისა და შვილის გვერდით ყოფილიყო. ნაპოლიმ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი გაითვალისწინა და ამის უფლება მისცა. 

2024 წლის 19 ნოემბერს წყვილმა შვილი მონათლა. ნათლობა სამთავროში, იმავე მონასტერში შედგა, სადაც წყვილმა ჯვარი დაიწერა. ნათლობის შემდეგ კი მშობლებმა პატარა დამიანეს ფოტოები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნეს. ხვიჩამ და ნიცამ გულშემატკივრებს ოჯახური კადრებიც გაუზიარეს, სადაც მშობლებთან, და-ძმასთან და დამიანეს ნათლიებთან ერთად ჩანან. 

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა - გავხდი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა,  განიცადოს ეს ბედნიერება ცხოვრებაში..." - ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია. 

ნიცა თავაძე ინტერვიუებს არასდროს წერს, არც საკუთარი ცხოვრების დეტალებს აზიარებს სოციალურ ქსელში, თუმცა შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს. ახალგაზრდა დედა ახალ ამპლუას თავს წარმატებით ართმევს და ახერხებს, მუდმივად იყოს ფორმაში. 

  • ხვიჩა და დამიანე პარიზის ქუჩებში - რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ხვიჩა კვარაცხელია PSG-ის ფეხბურთელი გახდა, მას ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად იტალიის დატოვება და საფრანგეთში გადასვლა მოუწია. ოჯახი ახლა ცხოვრებას პარიზში აგრძელებს. 

ნიცა თავაძის სტილი 

სოციალურ მედიაში ხშირად განიხილავენ ნიცა თავაძის სტილსა და ჩაცმულობას. პირველად, როცა ის ამ განხილვის ობიექტი აღმოჩნდა, 2023 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია იყო.

2023 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ნიცა თავაძემ მაშინ Alex Perry-ს შავი სადა კაბა მოირგო. ნიცამ და ხვიჩამ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე. 

kvara

მაშინ ნიცა თავაძის მიმართ უამრავი დადებითი შეფასება და კომპლიმენტი დაიწერა, თუმცა ადამიანების ნაწილმა მაინც მოახერხა ნაკლის პოვნა და ამაზე ხაზგასმა - იწუნებდნენ სამოსის არჩევანს, მანერებსა და პოზირებას... ასე იყო თუ ისე, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ამ საღამოს გამორჩეული წყვილი იყო. 

მოგვიანებით წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა, ამჯერად - სერია "ა"-ს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოჩენით. 

kvara

მაშინ ნიცამ მსგავსი სტილის კაბა მოირგო, თუმცა თუ "ორქოს ბურთის" დაჯილდოებაზე უპირატესობა აბრეშუმის ნაჭერს მიანიჭა, ახლა არჩევანი ხავერდის ქსოვილზე შეაჩერა.  კაბა კვლავ Alex Perry-ს ეკუთვნოდა. 

ამის შემდეგ ნიცას ცხოვრებაში იყო ორსულობა, პირველი შვილი და დედობის საოცარი გამოცდილება. ამ პერიოდში ის საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილა, თუმცა 2025 წლიდან ახალ სფეროში სცადა ძალები და საზოგადოებას ფოტომოდელის ამპლუაში მოევლინა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ნიცამ წონაში საგრძნობლად დაიკლო, იდეალურ ფორმაშია და ფოტოებში საოცრად გამოიყურება. ის Whyte Magazin-მ გადაიღო, მისი ფოტოგრაფი კი ლაშა კვარაცხელია იყო. 

kvara

nitsa

kvara

წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას ქართველი წყვილი, ისევე, როგორც კვარაცხელიას სხვა გუნდელები, ვერ დაესწრნენ, ამის მიზეზი კი ის თამაში იყო, რომელიც სწორედ ღონისძიებას დაემთხვა. ამის მიუხედავად, ხვიჩა მეუღლესთან ერთად  Gala de la Fondation du PSG საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა და ნიცა თავაძემ მალევე აღაფრთოვანა როგორც ქართველები, ისე უცხოელები - სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ მას ბუნებრივი სილამაზე და გამორჩეული გარეგნობა აქვს. 

კაბა, რომელიც ნიცა თავაძემ ამ საღამოზე მოირგო, ძალიან ჰგავს Vivienne Westwood-ის Nova Cocotte crêpe satin gown მოდელს, რომლის ღირებულებაც  5,620 ევროა. რაც შეეხება აქსესუარებს, ნიცამ მინიმალისტური არჩევანი გააკეთა და ამ ელეგანტურ კაბასთან ერთად მხოლოდ საათი მოირგო. მის მიერ შერჩეული ჩანთა კი ჰგავს  Rabanne-ის ოქროსფერ მეტალის ჩანთას, რომლის ფასიც, დაახლოებით, 1,590 დოლარია. 

kvara

nitsa

ნიცა თავაძის ყოველდღიური სტილი სადა და უბრალოა. ის თამაშებზე ხშირად ჩნდება ფართო სტილის ჯინსის შარვლებითა და სადა მაისურებით. ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებს ე.წ. ქეჟუალ სტილს, თუმცა თანაბარი წარმატებით ირგებს როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სამოსს. 

nitsa

nitsa

nitsa

nitsa