"ვის ჰგავს ლეა?" - მარიამ მათიაშვილი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ვის ჰგავს ლეა?" - მარიამ მათიაშვილი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

2025-10-09 18:18:20+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი, უკვე ორი წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ლეა ჰყავს. მარიამი ხშირად აქვეყნებს პატარა ლეას ფოტოებს. ამჯერად კი პასუხს სცემს ხშირად დასმულ კითხვას - ვის ჰგავს ლეა?

მარიამმა აღნიშნა, რომ მისი პატარა ქალიშვილი ძალიან ჰგავს მამას. 

მარიამ მათიაშვილი

მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია "სუხიშვილების" სოლისტია.  მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. 

როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან, მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა", - ამბობდა თეა დარჩია.

მარიამი უკვე თავადაც დედაა - მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში "სუხიშვილებმა" საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა. 

მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი - უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი - უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია - მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.