ცნობილი ბრენდის კაბა და ვარსკვლავური გამოჩენა მილანში: რა ღირს თამო ვაშალომიძის სამოსი, რომელიც მან მოდის კვირეულზე მოირგო - Marao

ცნობილი ბრენდის კაბა და ვარსკვლავური გამოჩენა მილანში: რა ღირს თამო ვაშალომიძის სამოსი, რომელიც მან მოდის კვირეულზე მოირგო

2025-09-26 10:35:50+04:00

ბოლო დროს თამო ვაშალომიძის მიმართ ყურადღება გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მეუღლესთან დაშორებაა. მან ამ თემაზე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა და თქვა, რომ მარტის შემდეგ ის და აკა სამხარაძე ერთად აღარ ცხოვრობენ. 

ამჯერად თამო მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება. მან უამრავი ვიდეო- თუ ფოტომასალა გამოაქვეყნა. თამო იმყოფებოდა GUCCI-ის ჩვენებაზე, რომელიც  დემნა გვასალიამ ბრენდის კრეატიული დირექტორის სტატუსით პირველად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებაზე მატილდა გვარლიანიც გამოვიდა.

თამომ გუშინდელი ღონისძიების ფოტოებიც გამოაქვეყნა და, უნდა აღინიშნოს, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება. 

მან რობერტო კავალის შავი, მაქმანებით გაფორმებული ელეგანტური კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 2 750 ევროს შეადგენს. ფეხსაცმელი ასევე რობერტო კავალის კოლექციიდან შეარჩია. 

  • პირველი ვრცელი ინტერვიუ: "ჩემთვის რთული აღმოჩნდა სიყვარული... არ მსურს, შვილებმა არ მსურს, ჩემი დეპრესია ნახონ" 

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა ფოტომოდელი 

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.  

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.