მატილდა გვარლიანის უმცროსი და ზღაპრული გარეგნობითა და ულამაზესი სახელით: გაიცანით ქართველი ტოპ-მოდელის უმცროსი და - Marao

მატილდა გვარლიანის უმცროსი და ზღაპრული გარეგნობითა და ულამაზესი სახელით: გაიცანით ქართველი ტოპ-მოდელის უმცროსი და

2025-09-26 12:53:16+04:00

მატილდა გვარლიანი 2002 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. ის იყო პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე გავიდა, ასევე პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.

მატილდა გვარლიანმა თავდაპირველად სამოდელო აგენტის ძებნა 12 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ უთხრეს, რომ მაშინ დაბრუნებულიყო, როდესაც საკმარისად დიდი გახდებოდა. მალევე იგი Look Models Management-მა აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

  • სვანური სილამაზე ალპებიდან - მატილდა გვარლიანის შვეიცარიული მოგზაურობა

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

  • მატილდა გვარლიანის TOP 5 ჩვენება: საუკეთესო მომენტები ქართველი ვარსკვლავის ცხოვრებიდან

მისი პროფესიული საქმიანობის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კალიფორნიაში Louis Vuitton-ის ჩვენებაზე გამოსვლა იყო. მოგვიანებით მის კარიერაში გამოჩნდნენ Chanel, Dior, Isabel Marant, Chloé, Gucci და Schiaparelli.

2022 და 2024 წლებში ის Vogue Netherlands-ის ორ გარეკანზე გამოჩნდა, 2024 წლის დეკემბრის Vogue Italia-ს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ნომერში სხვა მრავალ ცნობილ მოდელთან ერთად, მათ შორის ანოკ იაისთან, ალექს კონსანისთან და ევა ჰერციგოვასთან ერთად გადაიღეს. 

დღეს მატილდა გვარლიანი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქართველი ტოპ-მოდელია. მან უკვე დაიპყრო კარიერული მწვერვალები, ჩვენს გაოცებას არ წყვეტს და ამას უხმაუროდ, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე აკეთებს. 

  • მატილდა გვარლიანის წერილი დედას, მშობლები და ოჯახური ამბები

gvarliani

ამის პარალელურად, საზოგადოება ხშირად ინტერესდება იმით, რაც პოდიუმს მიღმა რჩება - მატილდა გვარლიანის ოჯახით. 

ჩვენ მატილდას მშობლებისა და ძმის შესახებ არაერთხელ გაგიზიარეთ საინტერესო ინფორმაცია. მოგიყევით მისი ბებიის შესახებაც, რომელმაც ჩვენს საყვარელ მოდელს სახელი შეურჩია. დღეს კი მატილდა გვარლიანის უმცროსი დის შესახებ მოგიყვებით. 

მატილდა გვარლიანის ოჯახი და და-ძმა

მატილდა გვარლიანს დიდი ოჯახი აქვს - ჰყავს მშობლები, ბებია-ბაბუები, და-ძმა. მატილდას ძმა დავით გვარლიანია, რომელსაც საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. თითქმის არ სარგებლობს სოციალური ქსელებითაც და მის ფოტოებს მხოლოდ მატილდას გვერდზე თუ შეხვდებით. 

მატილდას ასევე ჰყავს უმცროსი და - სესილი გვარლიანი, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა უფროს დასთან მსგავსების გამო მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სესილი მართლად საოცრად ჰგავს მატილდას, აქვს დამახასიათებელი გარეგნობა, მხიარული და ლაღი ბუნება. მის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ ოჯახის წევრები და, დის მსგავსად, სესილიც უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. 

gvarliani

sesili_gvarliani

sesili_gvarliani