ახალგაზრდა მოდელი, 27 წლის ქეთი ჟღენტი სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე ბიზნესმენი თოშა ქებურიაა. ქეთი აქტიური დედაა, ჩართულია შვილების ყოველდღიურ აქტივობებში და ახერხებს, საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო.
ქეთი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ამის შესახებ კი კითხვებს ხშირად იღებს - როგორ შეძლო, რომ სამი შვილის გაჩენის შემდეგ ინარჩუნებს იდეალურ წონას. ქეთიმ ამ თემაზე ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის, პოსტსამშობიარო დეპრესიის, სწორი კვებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა:
"ლაქტაციაზე ორი ბავშვი მყავდა, მესამე -აღარ. შესაბამისად, სწრაფად, დაახლოებით სამ თვეში დავუბრუნდი ვარჯიშს. იმ შედეგამდე მისასვლელად, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვყოფილიყავი, სამი წელი დამჭირდა.
მესამე ბავშვის შემდეგ ძალიან გამიჭირდა აღდგენა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად, რადგან სამი ბავშვის მიყოლებით გაჩენა მხოლოდ ფიზიკურად არის რთული. ყველაზე მეტად სწორედ ფსიქოლოგიურად დამშვიდება და დალაგება გამიჭირდა.
მეგონა, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია არ მქონდა, მაგრამ როგორც კი ვარჯიში დავიწყე და მდგომარეობიდან გამოვედი, შემდეგ მივხვდი, რა მძიმედ მქონია ეს დეპრესია.
თუ თქვენ არ იქნებით ფსიქოლოგიურად მზად ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად, ნუ დააძალებთ თქვენ თავს, ნუ დაიცავთ კატასტროფულ დიეტებს, რასაც მე ვაკეთებდი. ხან გული მიმდიოდა, ხან - ორჯერ მეტს ვიმატებდი", - ამბობს ქეთი.
ქეთი ჟღენტი ასევე აღნიშნავს, რომ ფორმაში ჩასადგომად მას კონკრეტული წონის დასაკლები კოქტეილი დაეხმარა, თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება;'
"ამ კოქტეილის მიღების შემდეგ, ძირითადად, ცილოვან კვებაზე ვარ: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ბრინჯი - ყველაფერი, რაც სწორ კვებასთანაა დაკავშირებული. ამოღებული მაქვს ყველანაირი ტკბილეული, თუ მაინცდამაინც ტკბილი მომინდა, სპორტდარბაზში ვყიდულობ უშაქრო ტკბილეულებს. ამასთან, ვცდილობ, ცომიც ამოვიღო, რაც ძალიან მიჭირს და ეს სულ ასე არ ხდება, ზაფხულში და ახალ წელს ჩემს თავს ვაძლევ აბსოლუტური განტვირთვის საშუალებას, იმიტომ, რომ ეს აუცილებელია ორგანიზმისთვის.
კვირაში 5 დღეს ვუთმობ ვარჯიშს - 3 დღეს - სპორტდარბაზს, 2 დღეს - ჩოგბურთსა და პილატესს. დიდი სიამოვნებით დავიმატებდი იოგას და ბოქსს, უბრალოდ, ფიზიკურად, ამის დრო აღარ მაქვს", - ამბობს ქეთი ჟღენტი.
თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.