ნინი შერმადინი უკვე არაერთი წელია, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი და საინტერესო მუსიკოსია. ნინის წლების წინ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა - მან გარკვეული პერიოდი ერთადერთი შვილისგან შორს გაატარა, პანდემიის პერიოდში გაკარგა მშობლები, ჰქონდა კარიერული სირთულეები, თუმცა მოახერხა ყველაფერთან გამკლავება და ახლა მისი ცხოვრება უფრო მშვიდი და ბედნიერია.
ამჯერად ნინი ახალ ფოტოებს გვიზიარებს და მეგობრების დიდ მოწონებას იმსახურებს. მან განსაკუთრებული დღისთვის ულამაზესი წითელი კაბა მოირგო და არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ნინი ფოტოებში არაჩვეულებრივად გამოიყურება - მან ცოტა ხნის წინ ისაუბრა წონის კლებაზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში 16 კილოგრამი დაიკლო. "- 35 Pounds, არ ვიცი, რამდენი კილოა, მაგრამ შენი ფოტო მიდევს ხატებთან და ყოველდღე გლოცავ “, - წერდა ნინი და ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მადლობას უხდიდა. ნინიმ სწორედ მისი დახმარებით დაიკლო ზედმეტი წონა.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინი შერმადინმა 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც წლების მანძილზე დედისგან შორს, საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ ნინიმ მარიამის ამერიკაში წაყვანა შეძლო და ახლა დედა-შვილი ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
ნინის მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:
"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.