არველაძეების ოჯახში დიდი სიხარულია - რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ვაჟს, ნიკა არველაძესა და მის მეუღლეს, ქეთი წიქვაძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს. ოჯახში ახლა ორი რეზია, ორივე - არველაძე. მისი დაბადება კი ოჯახმა დიდი ზეიმით აღნიშნა. კადრები სოციალურ ქსელში ნიკასა და ქეთის მეგობრებმაც გამოაქვეყნეს.
თეონასა და რეზის პირველი შვილიშვილი გასული წლის მარტში შეეძინათ - მათ ვაჟს, ვატოსა და მის მეუღლეს, მაკუნა ზედაშიძეს გოგონა, სოფია არველაძე ჰყავთ.
"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ.
ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.
რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა."
მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.
"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ", - ამბობდა ქეთი.
ქეთი პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2013 წლიდან აწარმოებს ქართულ ბრენდს "მაიკა". ეს არის პრემიუმ ხარისხის მაისურები. აპირებს, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო გაფართოვდეს საქმიანობა და ახალი იდეები განახორციელოს. ერთი პერიოდი უნდოდა მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ დედა ეწინააღმდეგებოდა.ამიტომ განსხვავებული პროფესია აირჩია.
ქეთი 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. "ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი.
ნიკა არველაძე თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი შვილია. მას ორი წლის წინ მსახიობ ქეთი წიქვაძეზე იქორწინა, თუმცა ამ ქორწინებამ უხმაუროდ ჩაიარა. 31 წლის ნიკა და 39 წლის ქეთი ახლა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამის შესახებ კი ცნობილი ქეთის დედის, ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუდან გახდა.