სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის ვიდეო-რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია. მათი საუბარი გურიასა და ძველ ტრადიციებზე, მოგონებებზე, წარსულის სხვადასხვა ამბავზე, ადამიანებს ნოსტალგიურ განწყობას უქმნის და ვიდეოები უამრავ თბილ კომენტარსა და შეფასებას აგროვებს.
რას საქმიანობდა ის იქამდე, ვიდრე პოპულარულ ვიდეოებში ვნახავდით და საიდან დაიწყო მისი კულინარიისადმი სიყვარული, ამის შესახებ მან Mshoblebi.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.
- ვიდეოებს, რომლებსაც ბატონი ზურა შევარდნაძე თქვენთან ერთად ტვირთავს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ელოდით მაყურებლის მხრიდან ასეთ შეფასებებს ან ნეგატიური კომენტარები თუ იწერება?- ნეგატიური კომენტარებიც იწერება, თუმცა იმდენად მცირეა, რომ ყურადღებას არ ვამახვილებთ. მაყურებლის კეთილგანწყობა იმდენად დიდია, რომ მცირე რაოდენობის ნეგატიური კომენტარები აღარ ჩანს.
- მინდა გითხრათ, რომ რასაც ზურა გეგმავს, ყველაფერი დიდი წარმატებით გამოსდის. ამიტომ, ვიცოდი, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი გამოხმაურება ექნებოდა. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ამხელა გამოხმაურებას მაინც არ ველოდი. უამრავი ადამიანი სითბოს გვიზიარებს, დადებით კომენტარებს გვწერს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი დაკვირვებით, ამას ერთი ახსნა აქვს: ის, რაც გულწრფელობით, სიყვარულით, მოგონებებით კეთდება, საკუთარ ადგილს ადვილად პოულობს. უამრავი ემიგრანტი გვეხმაურება და დადებით კომენტარებს გვწერს.
მიყვარს, როდესაც ადამიანებს რაიმე სასარგებლოს ვუზიარებ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ ან თავს ვახვევ. საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ და როგორც ჩანს, ეს ბევრისთვის საინტერესოა.

ტომატის საწებელი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტით
აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია :
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს.
სრულად ნახავთ Mshoblebi.ge-ზე