"მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­ცხლოს დე­და­მი­სის და თა­ვი­სი შვი­ლის გამო!" - კასპში მომხდარი დანაშაულის დეტალები - Marao

"მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­ცხლოს დე­და­მი­სის და თა­ვი­სი შვი­ლის გამო!" - კასპში მომხდარი დანაშაულის დეტალები

2025-09-30 14:51:27+04:00

ამ დრომ­დე მძი­მეა ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დამ­წვა­რი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თა­თია ლო­მი­ნა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 26 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა ყო­ფილ ცოლს, თა­თია ლო­მი­ნა­ძეს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა და ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა და ასე წა­უ­კი­და ცე­ცხლი.

  • რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა სცა­დეს და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა ქალ­მა უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და ახლა ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს ებ­რძვის.

ზუ­რაბ ბურ­დულს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, საქ­მე­ში დევს მისი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რებს მკვლე­ლო­ბას, თუმ­ცა საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტის ჩარ­თვის შემ­დეგ კი მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. თა­ვად ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მომ­ხდარ­ზე არ უსა­უბ­რია. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს შე­რი­გე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და, „უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი გა­ნიზ­რა­ხა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ვლა".

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,19-109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

”ჩემი მე­ზო­ბე­ლია ეს დამ­ნა­შა­ვე ბიჭი, უვარ­გი­სი, ნა­ცი­ხა­რი, ნარ­კო­მა­ნი, მო­თა­მა­შე. ის ცი­ხი­დან არ უნდა გა­მო­ვი­დეს. რო­გორ გა­ი­მე­ტა ეს კარ­გი გოგო და ასე ცო­ცხლად რომ უნ­დო­და მისი დაწ­ვა. 

წაიკითხეთ სრულად