სექტემბრის ერთ თბილ დღეს, ბათუმში, რესტორან "ლიდერში" გაშლილი სუფრა და 800-მდე სტუმარს იტევდა, თუმცა იმ დღის მთავარმა გმირებმა ანუკი გორგოშიძემა და ნიკა დიასამიძემ არ იცოდნენ, რომ მეორე დღეს მათი ვიდეოები ყველა სოციალურ ქსელს მოივლიდა და მილიონობით ნახვას დააგროვებდა. პატარძალს "არაამქვეყნიურ დედოფალს" და "გოგონას ზღაპრებიდან" უწოდებდნენ, რაც მის დახვეწილ, პრინცესულ იმიჯს სრულყოფილად ესადაგებოდა.
"როდესაც ქორწილის მეორე დღე დადგა, შევნიშნეთ, რომ ჩვენი ვიდეოები სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდებზე ვრცელდებოდა, გაოცებულები და დაბნეულები ვიყავით. ნამდვილად არ ველოდით ასეთ დიდ რეზონანსს და ამხელა ნახვებს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“, – იხსენებს ანუკი.
წყვილი არ მალავს, რომ თავიდანვე იცოდა მათი ქორწილის სიდიდის შესახებ, თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად და კარგად წარიმართა, რომ დიდმა მასშტაბმა მათ საერთოდ არ შეუშალათ ხელი.

- "800 სტუმარი გვყავდა და ყველა მათგანს პირადად ვიცნობდით. ეს იყო დიდი და ორგანიზებული დღე, რომელმაც ჩვენი მოლოდინი სრულად გაამართლა."
ანუკისა და ნიკას სიყვარულის ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივად დაიწყო - სამსახურში. თუმცა, მათი გრძნობები სწრაფად გაღრმავდა.

წაიკითხეთ სრულად