"მატილდა რეპლიკების სამყაროში ორიგინალია" - რას წერენ უცხოური გამოცემები მატილდა გვარლიანის შესახებ - Marao

"რატომ მატილდა და არა - სხვა? იმიტომ, რომ სხვა მოდელები მოდაში შევიდნენ, მატილდა - ისტორიაში" - რას წერს

2025-10-01 17:09:10+04:00

მატილდა გვარლიანის მიმართ ყურადღება საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები აქტიურად თანამშრომლობენ მასთან. ამასთან უამრავი პრესტიჟული გამოცემის პირველ გვერდზე წავაწყდებით მატილდას ფოტოებს. ერთ ერთი გამოცემა წერდა თუ რატომ ირჩევენ მატილდას და არა სხვა მოდელებს.

"რატომ მატილდა და არა სხვები?

  • მატილდა არ დადის ისე, თითქოს ის პოდიუმზეა. მატილდა დადის ისე, თითქოს მიწა მას ეკუთვნის.
  • მატილდას სილამაზე არ არის მარტივი. ეს ისეთი რამაა, რაც მისი ნახვის შემდეგ მუდმივად თავში გიტრიალებს.
  • მოდელების უმეტესობა სამოსში ქრება. მატილდას შემთხვევაში, სამოსი მის სხეულზე ქრება. 
  • მატილდა არ არის მხოლოდ პირველი ქართველი რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა და არც მხოლოდ ის, ვინც Victoria's Secret-ის ჩვენებაზე პირველი გამოჩნდა. ის ამ ყველაფერს არა ტვირთად, არამედ მოტივაციად ატარებს. 
  • დემნამ "გუჩი" ფილმად გარდაქმნა. მატილდა La Cattiva-ს ნაწილი გახდა. ორი ქართველი სცენაზე. მოდის ისტორია დაიძრა. 
  • სამყაროში, რომელიც სავსეა რეპლიკებით, მატილდა არის ორიგინალი.
  • აი, რატომ ის და არა - სხვა!"  - წერს გამოცემა unbalanced ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის შესახებ. 

ბოლო დროს ის მოდის მწვერვალებს იპყრობს. მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: GUCCI, 

Dolce & Gabbana, Moschino, Fendi და სხვა. ამასთან მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ  Louis Vuitton-ის ჩვენებაზე. 

  • მატილდა გვარლიანი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს - შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria Beckham-iის ჩვენებაზე 

მატილდა გვარლიანის კარიერა

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

  • სვანური დუეტი მსოფლიო სცენაზე - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი მილანის მოდის კვირეულზე 

  • პირველად ისტორიაში: ორი ქართველი, მატილდა გვარლიანი და დემნა გვასალია GUCCI-ისთვის 

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.