ოჯახური იდილია - კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

ოჯახური იდილია - კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2025-10-01 14:02:54+04:00

საქართველოს ნაკრების და მილანის ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დღეს ქალაქ თბილისის მერია. კახას მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. მისი მეუღლე დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძეა, ხოლო უფროსი შვილი ლევანი მამის მსგავსად საფეხბურთო კარიერას იწყობს. ის ამჟამად სამტრედიის კლუბში თამაშობს.

კალაძეები ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ კადრებს, ამჯერად კახამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული, ვიდეოკოლაჟი გააზიარა.

  • 7 წლის ნიკოლა კალაძე - ანუკი არეშიძე და კახა კალაძე უმცროსი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ 

კახა კალაძის ოჯახი 

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.

ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე: "კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება...  ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით",  - ამბობს ანუკი.

  • როგორ გამოიყურებოდნენ 10 წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალები: ნინა ზარქუასა და ანუკი არეშიძის მეგობრობის ამბავი და ფოტოარქივი 

  • რა ღირს Valentino-ს წითელი ორეული, რომლითაც ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე გამოჩნდა 

"მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ", - იხსენებს ანუკი არეშიძე.