პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Loreal Paris-ის ჩვენება გაიმართა. ჩვენების ფარგლებში გამოვიდნენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან ჰაიდი კლუმი, ქენდალ ჯენერი, ჯინა დრევალოვსკი, ჯეინ ფონდა და სხვები.
ჩვენება დასამახსოვრებელი მოდელების მრავალფეროვნებით. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ქენდალ ჯენერი, რომელიც 29 წლისაა და 87 წლის ჯეინ ფონდა ერთ-სცენაზე იდგნენ. ასაკობრივ სხვაობას უამრავი მედია გამოცემა უსვამდა ხაზს. ამის შესახებ გერმანელმა მოდელმა და ბლოგერმა ჯინა დრევალოვსკი წერდა
"60 წლის ასაკში, პარიზში Loreal Paris-ის ჩვენებაში მნაწილეობა ჩემთვის მხოლოდ მომენტი არ იყო, ეს იყო გზავნილი. გზავნილი, რომ ასაკი არ გვაჩერებს, არამედ გვამაღლებს. ჩვენების მონაწილეები სხვადასხვა თაობის ქალები იყვნენ. პარიზის მოდის კვირეულმა დაამტკიცა: ასაკი არ არის საზღვარი. ყოველი წელი გვმატებს ძალას, ისტორიას და ბრწყინვალებას. მაშინ, როდესაც ერთად დავდივართ, როგორც ნამდვილი და-ძმები, ვერაფერი შეგვაჩერებს.
ეს სივრცე ყველა ჩვენგანისთვისაა, ვისაც გვჯერა, რომ სილამაზე, გამბედაობა და ძალა დროთა განმავლობაში იზრდება. მოდით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ვაჩვენოთ მსოფლიოს: ჩვენ უფრო მაღლა ვართ, როდესაც ერთად ვდგებით," - წერს ჯინა დრევალოვსკი.



