"ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში არ არის კარგი - მე, ამაზე სწორი არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს თათა ვასაძე - Marao

"ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში არ არის კარგი - მე, ამაზე სწორი არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს თათა ვასაძე

2025-10-02 16:34:38+04:00

სუხიშვილების მოცეკვავე და ლევან ვასაძეს ქალიშვილი, თათა ვასაძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს და პასუხობს გამომწერების შეკითხვებს.

თათა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა ბათა ზედგენიძეზე, წყვილს ერთი ქალიშვილი, ნინა ჰყავს.  

"ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში არ არის კარგი, ამას ისე ამბობენ, არც ფიქრობენ ჭეშმარიტი სიყვარული ფიგურირებს ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილებაში. გვაშინებენ, რომ ოჯახის შემდეგ არ გვექნება თავისუფლება და ვერ მოვასწრებთ "ჩვენს გემოზე" ცხოვრებას. პირადად მე, ამაზე სწორი არაფერი გამიკეთებია, ასეთი ბედნიერიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ახალგაზრდა გოგოს ვუსურვებ ამ ბედნიერების, რაც შეიძლება მალე პოვნას. რა არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გადაწონოს," - ამბობს თათა.

თათა ვასაძე

თათა ვასაძეს ბიოგრაფია თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.