"სიამაყით ვამბობ, რომ 79 წლის ვარ... სტუმრებს ყოველთვის გამოწყობილი ვხვდები" - გაიცანით ექიმი ლალი ცხოვრებაშვილი, რომლის სტილი აღფრთოვანებას იწვევს - Marao

"სიამაყით ვამბობ, რომ 79 წლის ვარ... სტუმრებს ყოველთვის გამოწყობილი ვხვდები" - გაიცანით ექიმი ლალი ცხოვრებაშვილი, რომლის სტილი აღფრთოვანებას იწვევს

2025-10-02 16:51:56+04:00

ლალი ცხოვრებაშვილი მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგიური ქირურგი და ენდოსკოპისტია.აქვს სამედიცინო სფეროში საქმიანობის 53-წლიანი გამოცდილება. ლალი ცხოვრებაშვილმა 1986 წლიდან,  საფუძველი ჩაუყარა ლაპაროსკოპიული წესის ოპერაციების ჩატარებას  გინეკოლოგიურ ქირურგიაში. 

გარდა მისი პროფესიონალიზმისა, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეთ მისი განსაკუთრებული გარეგნობა, შარმი, ელეგანტურობა და სტილი. ის გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც ასაკისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა: 

"თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც განსაკუთრებული სტილი არ მაქვს, იმას ვყიდულობ, იმას ვიცვამ, იმ სამკაულს ვიკეთებ, რაც მომწონს და რაც მომწონს, ეს არის ჩემი მოგონილი და ჩემი სტილი. ეს ყვავილი რომ არ გამეკეთებინა და ისე არ მოვსულიყავი, ვიფიქრებდი, რომ არ ვარ დასრულებულად გამოწყობილი. ამ მძივებს შორის რომელიმე რომ არ გავიკეთო, მგონია, რომ არ ვარ ჩაცმული.

ყველა, ვინც მხვდება ნაცნობი და უცნობი, ხაზს უსვამენ და ძალიან მოსწონთ ჩემი სტილი. პაციენტები მეორედ რომ მოდიან, ზუსტად ისე აცვიათ. როგორც მე, კარგ ხასიათზე დგებიან.

როდესაც მეგობრები საზღვარგარეთ კონგრესებზე დავდივართ, ბუნებრივია საყიდლებზეც მივდივართ. მცირე სამკაული სახლშიც მიკეთია. თუ გავიგე, რომ ვინმე მოდის სტუმრად, სანამ ლიფტით ამოვა, მე უკვე გამოწყობილი ვხვდები“, - თქვა გადაცემაში ლალი ცხოვრებაშვილმა. 

ლალი ცხოვრებაშვილის შესახებ 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1974წწ. სწავლობდა ი. ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1975–1981წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ქირურგიული ბლოკის გამგე, აღნიშნული ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების თანამშრომელი; 1998 წლიდან არის ასევე ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეპროდუქციის კათედრის დოცენტი. ავტორია 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. რეპროდუქტოლოგი, ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთალამუს–ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქცია გონადებისდისგენეზიის დროს", დაიცვა მოსკოვში 1978 წელს.

ginekologi

ginekologi