სიყვარულის 27 წელი, წარმატებული შვილები და ბედნიერი ოჯახი: როგორია მოდელი ნინა ცქიტიშვილის ცხოვრება - Marao

სიყვარულის 27 წელი, წარმატებული შვილები და ბედნიერი ოჯახი: როგორია მოდელი ნინა ცქიტიშვილის ცხოვრება

2025-10-03 15:21:10+04:00

ნინო ცქიტიშვილსა და ვატო ნაცვლიშვილის სიყვარული უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. წარმატებული სამოდელო და საკალათბურთო კარიერის პარალელურად წყვილმა მოახერხა, რომ ოჯახი და საქმე ერთმანეთისთვის თანაბრად შეეთავსებინათ. ნინოს და ვატოს 4 შვილი ჰყავს. თაკო და ანა დედის მსგავსად სამოდელო სფეროში არიან.

ნინომ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული უთბილესი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

  • ელეგანტურობისა და დახვეწილობის სინთეზი - თაკო ნაცვლიშვილისა და ნინო ცქიტიშვილის ახალი კადრები 

ნინო ცქიტიშვილი

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის,  ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

უფროსს ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს.

  • თაკო ნაცვლიშვილმა კირა ნაითლის ლუქი საკუთარ სტილად აქცია: ლეგენდარული კაბა და ქართველი მოდელის შთამბეჭდავი ფოტოები 

ვატო ნაცვლიშვილი

ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის  თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.