ეკატერინე ხვედელიძის იშვიათი გამოჩენა: რა ღირს DIOR-ის პიჯაკი CHANEL-ის ჩანთა, რომელიც მან არჩევნებზე მოირგო - Marao

ეკატერინე ხვედელიძის იშვიათი გამოჩენა: რა ღირს DIOR-ის პიჯაკი CHANEL-ის ჩანთა, რომელიც მან არჩევნებზე მოირგო

2025-10-04 13:28:28+04:00

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე დღეს, 4 ოქტომბერს არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ხვედელიძე კამერების წინ გამოჩნდა. ამ დღისთვის მან ბურგუნდისფერი პიჯაკი და მსგავსი ტონის აქსესუარები მოირგო. 

ekaterine_xvedelidze

ekaterine_xvedelidze

ekaterine_xvedelidze

ეკატერინე ხვედელიძის პიჯაკი DIOR-ს ეკუთვნის. მისი ღირებულება კი 3 900 ევროა. ჩანთა კი, რომელიც მან პიჯაკს შეუხამა, CHANEL-ის მოდის სახლიდანაა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 4 800 დოლარია. 

ekaterine_xvedelidze

ekaterine_xvedelidze

ეკატერინე ხვედელიძის პერსონა საზოგადოებისთვის მრავალი წელია, საინტერესო პერსონაა. ამ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ფაქტი, რომ ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ასევე იშვიათად აკეთებს კომენტარებს და მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. 

ეკატერინე ხვედელიძე

ეკატერინე ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ქირურგი იყო და სამტრედიის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა კი - მუსიკის მასწავლებელი იყო. ეკატერინეს ჰყავს და, ირმა ხვედელიძე. დები სამტრედიის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. 

  • მკაცრი, თუმცა დახვეწილი და ელეგანტური: ეკატერინე ხვედელიძის TOP 10 კაბა და მრავალფეროვანი გარდერობი

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

1991 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია.

  • გვანცა ივანიშვილის აქამდე უცნობი ამბები: ამბობენ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს საქართველოში... როგორც ცნობილია, ამჟამად ამერიკულ კომპანიაში მუშაობს და აშშ-ის ვიზის მიღება სურს

"გაცნობის პირველ დღეებში ვერც მივხვდი ბიძინას ასაკს და მერეც, არასდროს მიგრძნია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი, მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი თანატოლი ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი არაფრით განსხვავდება მისი ასაკისგან", - ამბობდა წლების წინ ეკატერინე ხვედელიძე.

ეკატერინე ხვედელიძის სტილი და ჩაცმულობა 

ცნობილია, რომ ეკატერინე ხვედელიძე ყოველთვის საკუთარი გემოვნებით იცვამს. ის უფრო ხშირად შავს, თეთრს, მწვანისა და ლურჯის ტონებს ირგებს. საათს ატარებს მარჯვენა ხელზე, უყვარს ორიგინალური ბეჭდები და საყურეები. ხშირად ნახავთ დიდი ზომის სამკაულებითა და ბროშებით. 

  • ეკატერინე ხვედელიძის განცხადება: "მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდობა ქვეყანაში"

ეკატერინე ხვედელიძე ხშირად ირგებს სხვადასხვა ცნობილი ბრენდისა და მოდის სახლის სამოსს. გარდა ამისა, წლების წინ აქტიურად იწერებოდა, რომ მას პირადი სტილისტი საზღვარგარეთ ჰყავდა და კაბებს ინდივიდუალურადაც იკერავდა.