"გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს..." - რა ხდება ცნობილი 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის შესახებ - Marao

"გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს..." - რა ხდება ცნობილი 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის შესახებ

2025-10-05 13:16:59+04:00

ცოტა ხნის წინ თბილისში ტრაგედია მოხდა, ამის შესახებ კი სოციალური ქსელებით ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. 

საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან ერთი ოჯახის სამი წევრი გადმოვარდა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - მამა, დედა და შვილი. მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა მეზობლების მონაყოლიდან არაერთი კითხვა და ვარაუდი გაჩნდა.

  • "რატომ არ იცავთ ქალების უფლებებს? მერამდენე ქალი უნდა შეეწიროს ავადმყოფ ქმარს?" - თაკო საზინა კასპში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმიანება

ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე, "არქი ისნის" მრავალბინიან დასახლებაში, 4 ოქტომბრის ღამეს, მეზობლებმა სამი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ცხედრები იპოვეს. ამბობენ, რომ ისინი სიმაღლიდან, საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან გადმოვარდნენ. შემთხვევას ჯერ კიდევ პოლიცია იძიებს. ცხედრები საბავშვო მოედნის ტერიტორიაზე იპოვეს, ადგილი უკვე გაწმენდილია. 

  • ექსკლუზიური ინტერვიუ ცოლის მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედასთან: "ერთი და ჰყავს და იმას­თან, რომ და­ე­რე­კა უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და"

მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამბობენ, რომ ოჯახი „რუსულენოვანი“ იყო. მეზობლები განმარტავენ, რომ ისინი ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ და მაცხოვრებლების უმეტესობა უცხოელია. 

mkvleloba

ფოტო: "რადიო თავისუფლება" 

მეზობლებთან გასაუბრება "რადიო თავისუფლებამ" შეძლო

„ჩემმა მეზობელმა, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს, რაღაცის ვარდნის ხმა გაიგო. ეგონა, რომ ვიღაცამ ნაგავი გადმოაგდო, გადაიხედა და დაინახა, რომ კაცი ეგდო ძირს, რომელსაც მალევე მოჰყვა ქალი და შემდეგ ბავშვი. ეს ქალი ახლა ემოციურად ძალიან ცუდად არის. მე რომ აივნიდან გადავიხედე, უკვე სამივე ძირს ეყარა. ქალი და კაცი შედარებით ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ბავშვი მოშორებით ეგდო.

არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტინქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო.

გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს. წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო - ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო", - უყვება რადიო თავისუფლებას დაღუპულების ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც მეცხრამეტე სართულზე ცხოვრობს.

სრულად ნახავთ "რადიო თავისუფლების" გვერდზე.