მარიამ შარმანაშვილს ცნობილი ქართველი მსახიობი აკრიტიკებს: "შენ სოფი ლორენი ვინ არის, ის არ იცი და პოლიტიკის რა გეცოდინება..." - Marao

მარიამ შარმანაშვილს ცნობილი ქართველი მსახიობი აკრიტიკებს: "შენ სოფი ლორენი ვინ არის, ის არ იცი და პოლიტიკის რა გეცოდინება..."

2025-10-05 15:15:59+04:00

მარიამ შარმანაშვილი ცოტა ხნის წინ ფართო საზოგადოებამ, როგორც "სოფი ლორენის ქართველი რძალი", ისე გაიცნო. ახალგაზრდა ქართველ ქალი იტალიური კინოს ლეგენდის ვაჟზე დაქორწინდა. მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტი უმცროსმა გასულ ზაფხულს ქორწილი საქართველოში გადაიხადეს, მოგვიანებით ხელი ხელი ოფიციალურად ჟენევაში მოაწერეს. 

  • ქართული ქორწილიდან ჟენევაში - მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს

ახლა მარიამის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, საზოგადოება მას ხშირად უსვამს კითხვებს ოჯახური ცხოვრებისა და ცნობილი დედამთილის შესახებ. მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და "ინსტაგრამის" საშუალებით გამომწერებთან კომუნიკაციას მუდმივად ინარჩუნებს. 

  • ბოლო დროის 8 ყველაზე გამორჩეული ქართული ქორწილი

ამჯერად მარიამი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და სამოქალაქო პროტესტს გამოეხმაურა. მას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი აზრი, რომ ირჩევს ევროპულ მომავალს და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. 

მარიამ შარმანაშვილის პოზიცია 

mariam_sharmanashvili

"მე დღეს არ წავედი არჩევნებზე, რადგან ვთვლი, რომ აზრი არ ჰქონდა. არ მქონდა იმედი, რომ ჩემი ხმა სამართლიანად დაითვლებოდა. აქციაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, შემეშინდა, რადგან ვიცი, იქნება პროვოკაციები, აქციის მონაწილეების მიმართ უმოწყალო ქმედებები. 

სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში გვირაბის ბოლოს სინათლეს. როდის გვექნება ისეთი კანონმდებლობა ქვეყანაში, რომლის მიხედვითაც, ოთხ წელზე მეტს ვერ შეძლებს პარტია მთავრობის სათავეში ყოფნას. მერე აღარც რევოლუციის საჭიროება იქნება და აღარც აქციაზე დგომის აუცილებლობა!მადლობა, ვინც გაბედეთ და დგახართ აქციაზე. ეს დიდი სიმამაცე და თავგანწირვაა", - დაწერა გუშინ, 4 ოქტომბერს მარიამ შარმანაშვილმა. 

  • ხმაური დედა-შვილის, მანანა აბრამიშვილისა და თეკლა სულაქველიძის გარშემო: "ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე - მისას"

მარიამ შარმანაშვილის ამ პოზიციას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მსახიობი, მანანა აბრამიშვილი:

"თქვენ სოფი ლორენი ვინ არის, ის არ იცით და პოლიტიკის რა გეცოდინებათ. ახლა და ახლა ხვდები, ვისი რძალი გახდი. სირცხვილია თქვენი აზროვნება!", - მიმართა მანანა აბრამიშვილმა მარიამ შარმანაშვილს. 

მარიამ შარმანაშვილის პასუხი:

"ადამიანი, რომელიც ხელოვანია, მეგონა, რომ ამხელა ბოღმის მატარებელი ვერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვცდებოდი. 

ძვირფასი მანანიკო, მე ამ სიტყვებით ტკივილს ვერ მომაყენებთ, ჩემში მხოლოდ ემპათია გამოიწვიეთ. რატომ? იმიტომ, რომ მსგავსი შინაარსის კომენტარის დაწერა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც სიყვარული აკლია. პირად ცხოვრებაში წარმატებებს, ხოლო კარიერაში წინსვლას გისურვებთ. იქნებ შემდეგ სხვისი ბედნიერების ყურებამ ნაკლებად დაგთრგუნოთ და გაგაბოროტოთ", - უპასუხა მარიამ შარმანაშვილმა მანანა აბრამიშვილს. 

manana_abramishvili