"დედაჩემი ბერძენია, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთის და მქონდა ემოციური კავშირი" - ანა ახვლედიანი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს - Marao

"დედაჩემი ბერძენია, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთის და მქონდა ემოციური კავშირი" - ანა ახვლედიანი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

2025-10-06 10:17:17+04:00

მოდელი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გაიცნო. მან საუცხოო გარეგნობით მალევე მოახერხა ხალხის გულების დაპყრობა.

ანა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ინსტაგრამზე მას, დაახლოებით, 125 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და, ამასთან, გოგონებს უზიარებს, თუ რა მეთოდებით უვლის თავს. 

ამჯერად ანამ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. 

ერთ-ერთი კითხვა ანასა და საბერძნეთის ურთიერთობას შეეხებოდა. ანას თქმით, დედამისი საბერძნეთიდანაა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდან აქვს.

- როგორია თქვენი ურთიერთობა საბერძნეთთან და გადახვალთ თუ არა საცხოვრებლად?

- დედაჩემი ბერძენია და ჩემი ახლობლები იქ ცხოვრობენ, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთი და მქონდა ემოციური კავშირი. ამ ზაფხულის მთელი შვებულება იქ გავატარე და ეს მართლაც განსაკუთრებული იყო", - პასუხობს ანა.

ანა ახვლედიანმა ბევრი კითხვა მიიღო გარეგნობისა და ხელოვნური ჩარევების შესახებაც. თავად განმარტავს, რომ არანაირი ინიექციისთვის არ მიუმართავს:

"ტუჩთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, ამიტომ განვმარტავ - ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია ტუჩის ფილერი ან რაიმე სახის ინიექცია," - ამბობს ანა.

ანა ახვლედიანმა საკუთარი პროფესიისა და სამოდელო კარიერის შესახებაც ისაუბრა: 

"12 წლის წინ Dolce & Gabbana-სთან მქონდა რამდენიმე გადაღება და დღემდე ჩემი ფავორიტი ბრენდია. შანსი რომ მქონდეს, დღესაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მათთან".

"მოდელად მუშაობა დავიწყე 18 წლის ასაკში და ამ მიმართულებით 2 წელი მოვასწარი მემუშავა".

  • ზღაპრიდან მოსული დედა-შვილი: მოდელი ანა ახვლედიანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა  

ანა ახვლედიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა. მას წარმატებულ სამოდელო კარიერას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ეს მოლოდინები კი გამართლდა. 

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

როგორც ანა ამბობს, ბოლო წლების მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

  • "ულამაზესი ქართული ოჯახი" - მოდელი ანა ახვლედიანის კადრები მეუღლესა და შვილთან ერთად 

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა მოდელი.