"ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვილები, ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე!" - ლიკა შენგელია საჯარო წერილს აქვეყნებს - Marao

"ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვილები, ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე!" - ლიკა შენგელია საჯარო წერილს აქვეყნებს

2025-10-06 11:15:43+04:00

ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილისა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მოგვიანებით ამის შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვისაც და, როგორც ცნობილია, სალომე გოგიაშვილმა სამართლებრივი დავა დაიწყო. 

სალომე გოგიაშვილი და ლიკა შენგელია კონფლიქტის დეტალების გასაჯაროებას არ ერიდებიან. ისინი სოციალური ქსელის მეშვეობით ერთმანეთს ირიბად თუ პირდაპირ ხშირად მიმართავენ, ამჯერად კი ლიკა შენგელია საჯარო წერილს აქვეყნებს. 

"საქართველოს პროკურატურა, მე მოგმართავთ კატეგორიული მოთხოვნით! ამოიღეთ ხმა და მოახდინეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ.ზღვარს გადადის ცილისწამება, მუქარა და შეურაცხყოფა!

ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვილები, ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე! მოგმართავთ და მოვითხოვ სასწრაფო რეაგირებას შემოტანილ საქმეზე! დაიწყოს გამოძიება და მოხდეს დანაშაულზე უმკაცრესი ზომებით რეაგირება! ამის ატანა უკვე ძალებს აღემატება. სანამ მართლა არ აასრულებს მუქარას და არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, მანამ ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება," - წერს ლიკა შენგელია.

ამასთან, ლიკა ერთ-ერთ კომენტარს პასუხობს:

"მე თუ რამე მომივა! მე თუ ამ ყველაფერს ვერ გავუძელი! მერე აღარ გაბედოთ ვინმემ ხმის ამოღებას, მერამდენედ უნდა მოვკვდე უსიკვდილოდ," - წერს ლიკა.

ამ ყველაფრის საპასუხოდ კი სალომე გოგიაშვილმაც გაავრცელა წერილი:

"გიხსნით ამდენი ადამიანი, იყავი ჩუმად, ჩრდილში და არავის არ ემახსოვრები, მაგრამ ვერ ისვენებ", - პასუხობს სალომე. 

  • დაშორდა თუ არა სალომე გოგიაშვილი ქმარს - რას წერს ტელეწამყვანი: "ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... " 

როგორ დაიწყო მეგობრებს შორის დაპირისპირება

"არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება! ჩემო მეგობრებო, ძალიან ვრცელი გამოვა, რასაც დავწერ, ცოტა აქეთ-იქით გადახტომებით და იმედია, აჰყვებით თქვენც აზრებს", - ამ ფრაზით დაიწყო ლიკა შენგელიამ ვრცელი წერილი, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ეს პოსტი პასუხია ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილის სტატუსზე. 

სალომე გოგიაშვილმა მანამდე დაწერა: "სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე". მე მგონი, მეთანხმებით, ხო, გოგოებო?  თუ გინდათ, გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს?"

  • „ატრიალებ 3 წლის წინანდელ მიმოწერებს? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი ოჯახის ლანძღვა“ - ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მიმართვას ავრცელებს 

მოგვიანებით კი ლიკა შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი: 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შემეშინდება არაფრის, არც სახელების ხსენების, რადგან ამ სახელებმა აღშფოთებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა... ასევე დავურთავ საკმაოდ მძიმე ფოტომასალასაც, რაც მე ახლახან მოვიპოვე, რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა. არ მეგონა, ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის... ასევე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფორმაცია, მე ეს არ მჭირდება! თუმცა მე მჯერა, ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი, რომლებიც არიან ამოფარებულები სხვადასხვა ადამიანის სახელებს და ამით ამ ადამიანებსაც ვნებენ.

ძალიიიიიააააან არასწორი არჩევანი იყო ამ ავანტიურისთვის ჩემი არჩევა, რადგან ამ ქვეყანაზე უფლის გარდა არავისი არ მეშინია და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი,  ვინც ლიკა შენგელიას ან მუქარით გააჩუმებს, ან ინტრიგანული თავდასხმებით თავს დაახრევინებს... რადგან სტატუსებითა და 50-კაციანი გორილების ჯოგით, ლანძღვით, ცილისწამებითა და ბულინგით გადაწყვიტა ჩემი შეშინება, პასუხად მხოლოდ ჩემგან მის შესახებ მწარე სიმართლეს მიიღებს!

იცის, ალბათ, რომ საუკეთესო დაცვა თავდასხმაა და ბრბოს ემოციებზე თამაშია და ბევრიც ამას ვერ გაუძლებდა...  მეტსაც გეტყვით, იმ დღეს, როდესაც კომენტარებში რამდენიმე ახლობლის კომენტარი წავიკითხე, გული ისე გამეგლიჯა, რომ თვითმკვლელობა დავისახე მიზნად, თუმცა ჩემმა ერთგულმა ხალხმა იმ ღამეს არ დამტოვა მარტო... იმედი მაქვს, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, შერცხვებათ ოდნავ მაინც. იხილეთ ვრცლად

  • ვინ არის სალომე გოგიაშვილის მეუღლე და რას ამბობს მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში