ესპანური მედია ილია თოფურიას განქორწინების შესახებ წერს - რა მოხდა წყვილს შორის - Marao

ესპანური მედია ილია თოფურიას განქორწინების შესახებ წერს - რა მოხდა წყვილს შორის

2025-10-06 13:02:38+04:00

რამდენიმე დღეა ესპანური ტაბლოიდები აქტიურად წერენ ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ. 

წყვილმა ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერა გააუქმა. ასევე, საერთო ფოტოები, რომელიც მათ სოციალურ გვერდებზე იძებნებოდა, წაშლილია. ჯორჯინამ წაშალა ილიასთან გადაღებული ყველა საერთო ფოტო, ის აღნიშვნებიც, რომელსაც წყვილი ერთად ზეიმობდა გამარჯვების შემდეგ.

ამის შესახებ არაერთი ესპანური გამოცემა წერს: 

  • ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგიმ სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერა შეწყვიტეს - diariosur.es
  • ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგი შესაძლოა დაშორდნენ - elperiodico.com

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინასა და ილიას ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პატარა ჰუგოსთან ერთად ზრდიან. ჯორჯინა აქტიურადაა ჩართული ბავშვების ცხოვრებაში და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის შესახებ სიახლეებსაც ხშირად გვიზიარებს. ჯორჯინა მარკეტინგის სპეციალისტია. მან 2022 წელს საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.

ჯორჯინა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით მილიონამდე გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.

  • ილია თოფურიას მეუღლის ამაღელვებელი წერილი დიდი გამარჯვების შემდეგ: "ეს წერილი არ ეხება ძალას, ეს მადლიერებაზეა..." 

ილია თოფურია

ილია თოფურია - ქართველი პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს UFC-ში (Ultimate Fighting Championship). ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამით ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ილია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა დიუსელდორფში, გერმანიაში, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. საბრძოლო ხელოვნებით მოზარდობიდან დაინტერესდა და მალევე გამოიკვეთა როგორც ძლიერი და ტექნიკური მებრძოლი. იგი ბრწყინვალედ ფლობს როგორც ბოქსის, ისე გრეპლინგის და ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს.

UFC-ში დებიუტი თოფურიამ 2020 წელს შედგა და მას შემდეგ მას არ წაუგია არცერთი ბრძოლა. 2024 წლის თებერვალში, მან დაუმარცხებელი  ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ფაქტობრივად, პირველი ქართველი, რომელმაც ამ დონის ტიტული მოიპოვა. 

თოფურია გამოირჩევა დიდი თავდაჯერებულობით, მკაცრი დისციპლინითა და შეუდრეკელი ბრძოლის ჟინით. ის ხშირად საუბრობს საქართველოს სიყვარულზე და ქართველი ერის პატრიოტულ სულზე. ილიას ყოველი ბრძოლა იქცა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდაც. 

2024 წლის 26 ოქტომბერს, ქამრის დაცვაზე, ილია მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ილიამ წონის ცვლილება გადაწყვიტა და ზედა წონაში ავიდა. 29 ივნისს კი ჩარლზ ოლივერა პირველივე რაუნში დაანოკაუტა და ორი წონის ჩემპიონი გახდა.