"რა მაგარია, ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე" - მოდელი ნია წივწივაძისა და ფეხბურთელი ნიკა ჭანტურიას იუბილარი ტყუპები და ბედნიერი მომენტები - Marao

"რა მაგარია, ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე" - მოდელი ნია წივწივაძისა და ფეხბურთელი ნიკა ჭანტურიას იუბილარი ტყუპები და ბედნიერი მომენტები

2025-10-06 14:10:31+04:00

მოდელი ნია წივწივაძე ორი შვილის დედაა. ნიას ტყუპები ანო და ალექსანდრე ჰყავს. მისი მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. წყვილი უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობს. 

ნია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. რამდენიმე დღის წინ ნიას შვილები ანო და ალექსანდრე 2 წლის გახდნენ. ნიამ ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და უამრავი მოწონებაც დაიმსახურა.

"ანო და ალექსანდრე 2 წლის. რა მაგარია ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე" - წერს ნია. 

  • სიყვარულის 10 წელი, ტყუპი შვილები და ულამაზესი ოჯახი: "ეს მისი მოთხოვნა და რჩევა იყო, ბოლომდე გვერდით მედგა, რომ მე ამ კონკურსზე გავსულიყავი" 

  • "როდესაც ტყუპებზე ორსულობა გავიგე თავიდანვე შიში მქონდა" - რას წერს მოდელი ნია წივწივაძე 

ნია წივწივაძეს ოჯახი

ნია „მის საქართველო 2017“-გამარჯვებულია. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. კონკურსი ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოხვდა, მისმა მონაწილეობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ყოფნას სილამაზის მსოფლიო კონკურსის სცენაზე. 

ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. ნია სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური აღარ არის. ის სპორტის დიდი გულშემატკივარია და ამ მიმართულებით აგრძელებს კარიერას.

ნია 1994 წლის 1 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი იყო და ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა, ცურვა, კითხვა და კინო... ნია სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ნია კალათბურთელი ბექა წივწივაძეს დაა.

ნიას მეუღლე  ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან. 

"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა" - ამბობდა ნია ერთ-ერთ ინტერვიუში.